https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

    ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

    სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

    დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

    აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მელექედურის პრობლემებს სოფლის მხარდამჭერმა პროგრამამ ვერ უშველა

6:08; 24.08.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

პრიორიტეტების სიაში, სოფელში 2011 წლის 18 მარტს ჩატარებული კრების მიხედვით, დასახელებულია შიდა გზების შეკეთება, მოხრეშვა, არხის მოწყობა საყანეებში, ახალი მილხიდის მოწყობა ცენტრში, საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის შეკეთება, ამბულატორიისთვის ჭის ამოღება და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა ცენტრში (მე-6 ბრიგადა) და წყლის ტუმბოს შეძენა (მე-5 ბრიგადა).

მიუხედავად გარკვეული სამუშაოების შესრულებისა, არა ერთი მელექედურელი, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ხინთიბიძე ამბობს, რომ გამოყოფილი თანხა მიზნობრივად არ დახარჯულა, საკმაო ნაწილი წყალშია გადაყრილი და რაც მთავარია, ხალხს არავინ დაეკითხა, ნორმალურად დაედგინა პრიორიტეტები.

_ ჩვენთან ხალხს არავინ ჰკითხა, პირველ რიგში რის გაკეთება სურდა, რა იყო მთავარი. რწმუნებული ცხომელიძე და მისი მოადგილეები დადიოდნენ და ეკითხებოდნენ ასე: გსურთ საბავშვო ბაღის გაკეთება? ამ კითხვას სოფელში ვინ უპასუხებს უარყოფითად? ასეთი გამოკითხვის შედეგია ამბულატორიისთვის ამოღებული ჭა და წყალმომარაგების სისტემის გაკეთება, რაც 1 113 ლარი დაჯდა და, ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი ფულია, _ ამბობს დეპუტატი.

ამბულატორიას, რომელიც სოფლის ცენტრალური გზის პირას მდებარეობს, გვერდით გაუკეთეს ჭა. გზის მეორე მხარეს კი, ტერიტორიულად შედარებით მაღალ ადგილზე, მდებარეობს სოფლის სასაფლაო, იმდენად ახლოს, რომ ყოვლად დაუშვებელი უნდა ყოფილიყო მის სიახლოვეს ჭის ამოღება. ადვილი მისახვედრია, რომ მიწისქვეშა გრუნტი ადვილად ატარებს წყალს და სასაფლაოს მხრიდან, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, წყალი მოიწამლოს. ხინთიბიძე განმარტავს, რომ მას არავინ დაუჯერა და ჭა მაინც ამოიღეს. თითქოს, ამბულატორიის თანამშრომლებისთვის ხელის დასაბანად ამოღებული ჭა ახლა უმოქმედოა, შემოუღობავია და ირგვლივ ანტისანიტარია სუფევს.

კითხვაზე, რატომ არ მოხერხდა ხალხის შეკრება თვით დეპუტატის მიერ, ის ამბობს, რომ იყო ამის მცდელობა, მაგრამ ყური არავინ დაუგდო: _ სოფლის რწმუნებულმა დაიჩემა, მე ასე უნდა გავაკეთოო, _ ამბობს ავთანდილ ხინთიბიძე, _ ასევე სოფლის ცენტრში მდებარე სასაფლაოსაც ყოველ წელს ღობავენ _ ოთხ წელიწადში სამჯერ შეღობეს და მაინც შესაღობია. ასეთია მათი გაკეთებული, ნახეთ, შიგნით შეწიეს ღობე, რომელიც მოთავსებული იყო ერთ მეტრამდე სიმაღლის ბეტონის კედელზე. თუმცა, ახლა ისე შეწიეს შიგ მავთულბადე, რომ თხები, ბილიკისებურად დარჩენილ მონაკვეთზე, ადვილად ადიან და ხტებიან სასაფლაოს ეზოში.

რაც შეეხება სოფლის ადმინისტრაციულ შენობას, ამ ადგილზე კარიკატურული სურათი დაგვხვდა. შენობა, რომელიც დღესაც სავალალო მდგომარეობაშია, გასულ წელსაც გარემონტდა. სახურავის რემონტის ხარჯი 944 ლარით იყო განსაზღვრული. ახლა კი, 2012 წლის პროგრამით, უკვე საბავშვო ბაღს არემონტებენ. როგორც აქაურები ამბობენ, 15 სექტემბერს აქ საზეიმოდ უნდა გაიხსნას საბავშვო ბაღი, იქვე კი ერთი ოთახი, მოსახლეობის მისაღებად, სოფლის რწმუნებულისთვისაც გარემონტდება.

კითხვაზე, ახლა სად ხვდება სოფლის რწმუნებული თანასოფლელებს, მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ იქვე მოსაზღვრე ეზოში, მისი “ცოლოურები” ცხოვრობენ და დროებით ასე მუშაობსო(?).

რაც შეეხება საბავშვო ბაღის ეზო-გარემოს, ახლა აქ დაშლილი შენობის მასალაა მიმოფანტული. იქვე დგას ნახევრადდაშლილი პიანინო, რომლის შესახებაც, კითხვაზე, ვარგისია თუ არა ინსტრუმენტი, დეპუტატი ამბობს, რომ ისინი უვარგისად თვლიან: “ასე თუ დააგდებ, როგორ ივარგებს? ადამიანთა საოცარი უსულგულობის მაგალითია ღია ცის ქვეშ ასე დაყრილი ინვენტარი და სხვადასხვა მასალა, რაზეც გულისხმიერი ადამიანი, სხვა რომ არაფერი, ოთხიოდე მეტრი “ცელოფნის” გადაფარებას მაინც მოახერხებს, თუნდაც ის ჩინოვნიკი არ იყოს. რაც შეეხება შემოღობილ ტერიტორიას, ის ადრე ადმინისტრაციული შენობის საკუთრება იყო. ახლა კი ნაწილი გასხვისებულია ამავე სოფლის მკვიდრზე, სოსო ხინთიბიძეზე”.

_ თუ მან კანონიერად შეიძინა, ვის რა აქვს სათქმელი? ისე კი, აქ გაშლილი ეზო იყო, სხვადასხვა ხეხილით და ბავშვები თამაშობდნენ, _ ამბობენ მელექედურელები.

კურიოზულია საყანე ფართობის შეღობვის შარშანდელი ფაქტი, რომელიც სოფლის 40-მდე მკვიდრს ეკუთვნის. ხალხმა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ამავე სოფლის მკვიდრი, გამოცდილი აგრონომი, მურმან ხინთიბიძე, წინასწარ ისესხა საჭირო თანხა მეზობლისგან, შეიძინეს შესაღობი მასალა და შარშან გაზაფხულზე, ხვნა-თესვის დაწყებამდე, საყანე ფართობი შეღობეს. მათ ეს გადაწყვეტილება სოფლის პროგრამის გახორციელებამდე იმიტომ მიიღეს, რომ დახვნა მოესწროთ.

_ სანამ ისინი სოფლის მხარდაჭერის პროგრამას განახორციელებდნენ, მანამ სიმინდი ამოსული იქნებოდა, შეუღობავში ხომ არ დავთესავდით? ამიტომ ვიჩქარეთ, გვიანდებოდა. მერე კი, ჟარგონით რომ ვთქვა, “გადაგვაგდეს” და ჯიბრზე არ მოგვცეს თანხა. ფული ჩემი გადასახდელი გახდა, მერე კი ხალხმა შეაგროვა. სულ 970 ლარი დაიხარჯა. საოცარი ახსნა-განმარტება მოგვცეს _ ეს კი არის თქვენი შემოღობილი, მაგრამ შემოუღობავი რომ იყო, იმის ფოტო არ გვაქვს და არ შეიძლებაო, _ ამბობს მურმან ხინთიბიძე და დასძენს: _ შრომაში მოვხუცდი, რა არ მინახავს, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ადამიანების და შრომის მიმართ არ გამიგია. ეს თანხა, 970 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში მაინც გახარჯულად ჩაწერეს და ხალხმა იფიქრა, მურმანს აუღია ის ფული, ჩვენ რომ გადავიხადეთო. არადა, მოზვერი გავყიდე თავის დროზე, ის ნასესხები ფული რომ გადამეხადა, _ ამბობს ბატონი მურმანი.

“თუკი რამ კარგად გაკეთდა 2011 წლის “სოფლის მხარდამჭერი პროგრამით” მელექედურში, ეს სოფლის ცენტრში არხის გაწმენდითი სამუშაოებია, რაზეც 1 085 ლარი დაიხარჯა, საერთოდ კი შარშან სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გამოყოფილი თანხის _ 26 186 ლარის საკმაო ნაწილი წყალში გადაყრილია, არაეკონომიურად და არამიზნობრივად გახარჯული”, _ მიიჩნევს მაჟორიტარი დეპუტატი და იმავეს ადასტურებს არაერთი თანასოფლელიც.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის რწმუნებული გაგა ცხომელიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატის, ავთო ხინთიბიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციები სინამდვილეს არ შეესაბამება.

_ ბატონო გაგა, საბავშვო ბაღისთვის შარშანდელი რემონტი რატომ არ აღმოჩნდა საკმარისი? თან იქ ადმინისტრაციული ნაწილიც ყოფილა განთავსებული.

_ არაფერი არ გაკეთებულა იქ ისეთი. 400 ლარი იყო გამოყოფილი საბავშვო ბაღის სახურავისთვის, 10 ცალი “შიფერი” გამოვცვალეთ. ბაღს ხომ არ გავაუქმებდით და ასე ამიტომ მოვიქეცით.

_ ამბობენ, რომ 900 ლარზე მეტი დაიხარჯა შარშან სახურავისთვის. ასე წერია თქვენს პროგრამაში.

_ მე ჩემი თანხა მქონდა ნარჩენი, 200 ლარი და იმით ელექტროგაყვანილობა გავუკეთე ბავშვებს.

_ თქვენი თანხა რას ჰქვია, რა ნარჩენზე საუბრობთ?

_ იმავე სოფლის პროგრამიდან იყო. ხომ მოხდა ასეც _ თანხების შემჭიდროება. გიჟები არ ვართ, რომ ისე რაიმე დავხარჯოთ.

_ საყანე ფართობის შემოღობვაზე რას იტყვით? ხალხმა პრიორიტეტად მიიჩნია, შემოღობეს, საკუთარი, უფრო სწორად, ნასესხები ფულით და თქვენ არ დაეხმარეთ ამ 40 ოჯახს.

_ ასე არ იყო. კერძო მესაკუთრეებმა შეღობეს ფართობი. დეპუტატი თვითონ დადიოდა ფურცლებით და ამბობდა, სოფლის პროგრამა იქნებაო. მერე თქვა, ის თანხა გამოწერილი იყო და სად წავიდაო. ხომ იცით, როგორ კეთდება სოფლის პროგრამა? წინასწარ ხდება დადგენა, რა უნდა გახორციელდეს.

_ ისინი ამბობენ, რომ თქვენ ჯიბრში ჩაუდექით, რადგან მაჟორიტარი დეპუტატი “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელია.

_ რას ჰქვია, ჯიბრში ჩავუდექი? სულ 400 კომლია სოფელში და თუ 40 კაცს ჯიბრში ჩავუდგები, რა მინდა მე აქ? ისინი, ხარჯთაღრიცხვა რომ გაკეთდა, მერე ითხოვდნენ ფულს და ეს ასე არ ხდება.

_ რას იტყვით ამბულატორიის გვერდით გათხრილ ჭაზე?

_ ამ ჭის წყალი მხოლოდ ხელის დასაბანად ან ტუალეტისთვის თუ გამოიყენება. სასმელი დანიშნულება არ აქვს. ამიტომ გაკეთდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”- ისრაელში საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:12; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება- რამდენი დარღვევაა გამოვლენილი

13:29; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უამინდობამ მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელი დააზიანა”- რას აცხადებს “ენერგო-პრო ჯორჯია”

13:24; 28 თებერვალი, 2026

სანქცია მედიისთვის _ 5 000 ლარიანი ჯარიმა აუდიტის კანონსაწინააღმდეგო აქტით

„კუდი“-სა და კონტროლის პალატის თანამშრომლები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28.02.2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28.02.2026
მსოფლიო

რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

17:10; 28.02.2026
მსოფლიო

ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

16:50; 28.02.2026
მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

16:19; 28.02.2026
მსოფლიო

სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

16:03; 28.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

15:43; 28.02.2026
მსოფლიო

აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

14:30; 28.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედა დააკავეს

14:29; 28.02.2026
საზოგადოება

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”- ისრაელში საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:12; 28.02.2026
პოლიტიკა

პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

13:34; 28.02.2026
საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება- რამდენი დარღვევაა გამოვლენილი

13:29; 28.02.2026
საზოგადოება

“უამინდობამ მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელი დააზიანა”- რას აცხადებს “ენერგო-პრო ჯორჯია”

13:24; 28.02.2026
საზოგადოება

ილია მეორე: გამორჩეული სასულისერო პირი გარდაიცვალა

13:13; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მიზანი ეგზისტენციალური საფრთხის აღმოფხვრაა

12:52; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო