_ ბატონო ლაშა, მმართველი გუნდის მხრიდან რამდენად გონივრული ნაბიჯია ზუგდიდში როლანდ ახალაიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა. მისი შვილები ბაჩო ახალაია შს მინისტრია, დათა ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილე…(კითხვის დასმა არ დაგვასრულებინა. ავტ)
_ ეს შეკითხვა შეიძლება დამისვათ, რომ ნიშნავდნენ სადღაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მაჟორიტარობის კანდიდატი არჩეული უნდა იყოს პარლამენტში და რა შუაშია, შვილი სად მუშაობს?! რა თანამდებობაზე მუშაობს?!
_ როლანდ ახალაიას ორივე შვილის მისამართით, საკმაოდ სერიოზული ბრალდებები ისმის როგორც ოპოზიციური სპექტრის, ასევე საზოგადოების მხრიდან.
_ ოპოზიციის მხრიდან კი ისმის, მაგრამ პირიქით… ზუგდიდსა და საქართველოში კრიმინალური სიტუაცია აღარ არსებობს. ის რომ შემიძლია გასაღები შიგნით ჩამრჩეს მანქანაში და არავინ მომპაროს, ის რომ ნარკომანების პრობლემა მოგვარებულია, რომ ქურდების ბოგინი აღარ არსებობს ფაქტობრივად, სწორედ მისი შვილების ერთ-ერთი დამსახურებაა. ასევე როლანდ ახალაიას დამსახურება, როცა ის პროკურორი იყო და მისი რეიტინგის ხარჯზე აკეთებდა ყველაფერს, რომ ასე გაძლიერებულ და ფესვმაგარ კრიმინალურ სამყაროს მორეოდნენ და გაეკეთებინათ ყველაფერი თავისი რეიტინგის ხარჯზე. იმის ხარჯზე, რომ ვიღაცეები შეიძლება ნაწყენები ყოფილიყვნენ. აკეთებდნენ იმას, რაც ზოგადად საქართველოს სჭირდებოდა. ბატონი როლანდი, ბაჩო და დათა ერთ-ერთი ფლაგმანები იყვნენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლაში. პირადად მე, ამას დიდ პლიუსში ვუთვლი და სრულიად “ნციონალური მოძრაობაც”. პირიქით, ეს ის ხალხია, ვინც თავისი დაუღალავი შრომით, ოფლისა და ღამისთევების ხარჯზე გააკეთეს ყველაფერი.