„გურია ნიუსის“კორესპონდენტი, რომელიც სოფელ ლაფანყურში იმყოფება, რადენიმე წუთის წინ, თავად გახდა იმის მოწმე, როგორ შეიყვანეს სოფელში დამატებითი სამხედრო ძალები.
საუბარია ცოცხალ ძალაზეც და სატვირთო მანქანებზეც. ტექნიკის შეყვანიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 10 ჯიპი, რომელიც სავარაუდოდ მაღალჩინოსნებს უნდა ეკუთვნოდეთ, იმავე მიმართულებით გაემართა, რა მიმართულებითაც ცოცხალი ძალა გადაადგილდა.
კორესპონდენტის ცნობით, სოფელი პანიკაშია და ადამიანები იქაურობას ტოვებენ.