ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლები ცნობილია. საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, ორგანიზაცია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. პრეზენტაცია „ქორთიარდ მერიოტში“ იმართება.
უკვე არსებული მონაცემებით პირველ ადგილზეა 54%-ით “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% “ნაციონალური მოძრაობის” დედაქალაქის მერობის კანდიდატი “ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს.
ეგზიტპოლების მიხედვით, “ევროპული საქართველოს” დედაქალაქის მერობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას 7% აქვს, ”დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატს, კახა კუკავას – 3%, “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა3% დააგროვა, „ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ – 2%, “ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გუგავამ – 1%.
“ედისონ რისერჩის” წარმომადგენლის თქმით, მონაცემებში ცდომილება შესაძლოა იყო 3%.
“ედისონ რისერჩი” მსოფლიოში ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციაა. ამერიკული საერთაშორისო კომპანია “ედისონ რისერჩი,” მაღალი პროფესიული სტანდარტის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც იცავს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროფესიული ქცევისა და ეთიკის ნორმებს.