_ ქალბატონო ირინა, როგორც ცნობილია, საარჩევნო უბნები, უმეტეს წილად, საჯარო სკოლებშია განთავსებული, თქვენი აზრით, ეს არ შეუშლის ხელს სასწავლო პროცესს?
_ არა მგონია, საარჩევნო უბნები არის განცალკევებულ ოთახებში, რომლებსაც სასწავლო პროცესის დროს, სკოლა არ გამოიყენებდა. არანაირად არ უშლის ხელს, იმიტომ რომ, უმეტეს წილად, ეს უბნები არის პირველ სართულზე განლაგებული. საჯარო სკოლა კი ქვია, მაგრამ საჯარო დაწესებულება არ არის, ეს არის დამოუკიდებელი, იურიდიული პირი, სსიპ-ასე ჰქვია.
_ საარჩევნო უბნის კომისიის წევრებისა და თავმჯდომარეების უმეტესობა, საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექტორები არიან, არც ეს უშლის ხელს სასწავლო პროცესს?
_ პედაგოგები არ არიან საჯარო მოსამსახურები, საჯარო მოხელე არ არის პედაგოგი, ასე, რომ ეს საქმიანობა ხელს არ უშლის მათ ძირითად საქმიანობას. პირიქით, დაინტერესებულები უნდა ვიყოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში, რაც შეიძლება ბევრი განათლებული და წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი იყოს ჩართული. იმაში, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოს პედაგოგმა, თავისი სამსახურის თავისუფალ დროს, ვერანაირ პრობლემას ვხედავ. კანონის შესაბამისად ხდება ეს ყველაფერი. ის დირექტორები, რომლებიც უბნის თავმჯდომარები არია, ყველა შვებულებაშია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწადინებული არჩევნები სდემოკრატიულად და სრულყოფილად ჩატარებისთვის.