ნუგზარ ასათიანი: _ 14 სექტემბერს, ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილისა და ანტონ ნაკაშიძის ქუჩების კვეთაზე, სავაჭრო ცენტრ “მოდერნის” მოპირდაპირე მხარეს, 19 საათსა 38 წუთზე, შევესწარი კონფლიქტს, რომელიც ხმამაღალ სიტყვიერ დავაზე და გაწევ-გამოწევაზე იყო გადასული.
როგორც ჟურნალისტი, დავინტერესდი საქმის ვითარებით. ორიოდ წუთში გავარკვიე, რომ თაყაიშვილის ქუჩას კერძო საშემოსავლო ინსპექციის წარმომადგენლები წვეოდნენ და ინდმეწარმე მაკა ჭანიასათვის საჯარიმო სანქცია გამოეწერათ.
მე, პროფესიულ საქმიანობას შევუდექი და ორი თუ სამი ფოტო გადავიღე, რასაც კერძო ინსპექტორების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, შესაბამისი მოწმობა მქონდა და საჯარო სივრცეში უფლება მქონდა სურათი გადამეღო. ქუთაისელი ინსპექტორ მირიან ნოზაძეს (ასე გამეცნო და რაღაც მოწმობაც მიჩვენა) შეურაცხყოფა არ მოუყენებია, ხოლო მეორემ უარი განაცხადა ეთქვა, თუ ვინ იყო. ჯერ დამემუქრა, ხოლო შემდეგ გამოიწია და ხელიდან ფოტოაპარატის დაგდება მოინდომა. ამაში მას ხელი შეუშალა სოფელ ჭანიეთის მცხოვრებმა ნიკოლოზ ურუშაძემ. ჩემთვის უცნობმა ინსპექტორმა კამერაზე ხელის დარტყმა და მისი დაზიანება შეძლო. ამასთან მემუქრებოდა, “ნახე, შენ რა დაგმართოო”. აღელვებულმა იქვე მყოფ მოქალაქეებს ვთხოვე, პატრული გამოეძახათ. ამ ამბის შემსწრე იურიდიული დახმარების სამსახურის ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა იამზე მემარნიშვილმა ჩემი თხოვნით პატრული გამოიძახა. პატრული რამდენიმე წუთში მოვიდა. სამართალდამცავებს ჩემზე გახორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ ვუთხარი. მათ ქუთაისელი “ინსპექტორები”ჩაისვეს საპატრულო მანქანაში და პოლიციაში წავიდნენ. საპატრულოს ჩემთვის ჩვენება არ ჩამოურთმევია, _ ამბობს ნუგზარ ასათიანი,
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის თამაზ ტრაპაიძის თქმით, ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობაში ხელი შეშლა ნებისმიერ პირის მიერ ითვლება კანონდარღვევად, აღნიშნული ფაქტი აუცილებლად საჭიროებს მოკვლევას შესაბამისი ორგანოების მიერ და მიღებული უნდა იქნას ზომები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნუგზარ ასათიანის თქმით, მას ეს მამაკაცი ემუქრებოდა