“გადადგეს და პასუხისგებაში მიეცეს მინისტრი ბაჩო ახალაია, პასუხი აგოს ხათუნა კალმახელიძემ; საჯაროდ გაცხადდეს ყველა იმ პირის ვინაობა, რომლებიც პატიმრების წამებაში მონაწილეობდნენ და დაისაჯონ ისინი; საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერში გაუშვას პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები, რომლებიც დღეს გავრცელდა”.
ულტიმატუმის არმიღების შემთხვევაში, 12 საათზე საპროტესტო აქცია განახლდება და შემდგომი საპროტესტო ქმედებების შესახებ, საზოგადოება იქვე მიიღებს გადაწყვეტილებას.