„თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ორი პირი დააკავა. BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა ელბაქიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია ავტომანქანით მოძრაობის წესები. წესების დარღვევის გამო საპატრულო პოლიციამ მძღოლს მოძრაობის შეჩერება მოსთხოვა, თუმცა ის არ დაემორჩილა მოთხოვნებს და მოძრაობა განაგრძო. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციას ავტომობილის იძულებით გაჩერება მოუხდა. მძღოლი და მისი მგზავრი მოქალაქეები: – დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი იქცეოდნენ აგრესიულად, მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგინეს საბუთები. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ფაქტზე აღძრულია საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 – ე მუხლით. სასამართლომ მათ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა“ _ ნათქვამია განცხადებაში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved