_ ეს ადამიანები დაახლოებით სამი საათის წინ გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სოფელ იგოეთთან. მიშა ოსაძემ მოახერხა და დამიკავშირდა. ჩვენი ჯგუფის გაგზავნამდე, მე გადავურეკე ადგილობრივ მედიასაშუალებებს, რომ დაეფიქსირებინათ მომხდარი. სანამ ისინი მივიდოდნენ, დაახლოებით 20 წუთში, დაკავებულები სასწრაფოდ წაიყვნეს და როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მათი გადაყვანა სპეცნაზის საშუალებით მოხდა“ _ აცხადებს თედო კობახიძე „გურია ნიუსთან“.
ინფორმაციას ამ ოთხი დაკავებულის შესახებ, ჯერჯერობით არ ავრცელებს შსს-ს. თუმცა, ბოლო 3 დღის განმავლობაში პოლიციელები ძალიან გააქტიურებულები არინ, განსაკუთრებით რეგიონებში. 21 დან 23 სექტემბრის ჩათვლით, მათ 20 ადამიანი ჰყავთ დაკავებული. მათი უმეტესობა „ქართული ოცნების“ წვრები არიან და თითქმის ყველა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით _ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა დააკავეს. სტატისტიკური ჩამონათვალი ასეთია:
23 სექტემბერს _ შსს მესტიის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი დააკავეს. კაპიტონ ჟორჟოლიანს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაეყენა. კაპიტონ ჟორჟოლიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მესტიის საოლქო საარჩევნო კომისის წევრ არჩილ სოფრეომაძეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კაპიტონ ჟორჟოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
23 სექტემბერს _ ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი დააკავეს. ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული
23 სექტემბერს _ შსს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იაგო ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე დააკავეს იაგო ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული.
23 სექტემბერს _ შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ტარიელ გურგენიძე. ტარიელ გურგენიძე პოლიეციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული.
23 სექტემბერს _ შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ შინდისში ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაეყენათ. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.
23 სექტემბერს _ კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები 1974 წელს დაბადებული მამუკა პავლეს ძე ჯანანაშვილი დააკავეს. აღნიშნულ პოიროვნებას საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩნდა უკანონოდ შენახული ტყვია-წამალი. ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236 -ე მუხლის პირველი ნაწილით.
22 სექტემბერს _ თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ორი პირი დააკავა დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი. ფაქტზე აღძრულია საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 – ე მუხლით. სასამართლომ მათ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი იქცეოდნენ აგრესიულად, მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგინეს საბუთები. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ფაქტზე აღძრულია საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 – ე მუხლით. სასამართლომ მათ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
21 სექტემბერს _ თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის 4 პირი დააკავა. მათ ბრალად პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ. ლაშა ზურაბის ძე მესხია და დავით გიორგის ძე ფაცაცია, რომლებიც „BMW”-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები შოთა გელას ძე ბაზერაშვილი და კონსტანტინე ზურაბის ძე ლაბარტყავა. ოთხივე დაკავებულს პოლიციამ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაუყენა. ისინი გადაყვანილი არიან სასამართლოშ