საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა, _ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ავრცელებს.
როგორც ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.
ავარიის ძირითად გამომწვევ მიზეზად ალიანსი რამდენიმე შემთხვევას ასახელებს: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.