https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს შედეგი, შეიძლება, შეფასდეს, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” სრული ფიასკო”

3:10; 16.10.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

არჩევნებთან დაკავშირებით, თავის მოსაზრებას გვიზიარებს კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის საარჩევნო ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი, ტიფო მიქატაძე.

_ ბატონო ტიფო, რას გამოყოფდით ოზურგეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან?

_ გამოვყოფდი რამდენიმე საინტერესო მომენტს, პირველი _ ამომრჩეველთა უპრეცედენტო მაღალ აქტივობას. ჩვენი წინასწარი მოლოდინი, რომ რაც მეტი ამომრჩეველი მოვიდოდა არჩევნებზე, ეს მეტ ოპოზიციურ ხმებს მოიტანდა, გამართლდა. ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციამ შეძლეს, საზოგადოების აქამდე არააქტიურ ნაწილში იმედის გაჩენა და მათი სახლებიდან გამოყვანა, რამაც მნიშვნელოვნად გადაწყვიტა არჩევნების ბედი. უბნებში შეხვდებოდით ადამიანებს, რომლებიც წლებია, ოზურგეთს არ სტუმრებიან და სპეციალურად ხმის მისაცემად იყვნენ ჩამოსულები _ ეს იყო თავისუფლების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და იმედის ნამდვილი ზეიმი. ასეთ დღეებს ისტორია არ ივიწყებს. მეორე _ წინასაარჩევნო პერიოდში ყველას კარგად გვახსოვს ხელისუფლების მხრიდან, ამომრჩევლისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების მიმართ ძალადობის, “ნაცმოძრაობისა” და მათი კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები, მათი მხრიდან ხმის საყიდლად დახარჯული ათეულობით ათასი ლარის “ქეში” ფული, პრეზიდენტის გახშირებული სააგიტაციო ვიზიტები გურიაში, “ანტენებთან” ბრძოლის კამპანია და სხვა უამრავი რამ (ნაწილობრივ, გაუგონარიც და გაუგებარიც), რამაც აშკარად არაკონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო ჩამოაყალიბა. მიუხედავად ამისა, “ქართულმა ოცნებამ”, ოფიციალური მონაცემებით, გურიაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუ გავითვალისწინებთ ზემოთქმულ ბრძოლის არათანაბარ პირობებს, ეს შედეგი, შეიძლება, შევაფასოთ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” სრული ფიასკო. გურიამ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს. ეს არ არის ერთი პარტიის, თუნდაც სახელისუფლო პარტიის უბრალო, ჩვეულებრივი დამარცხება _ ეს არის უარის თქმა და განაჩენის გამოტანა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკისა და მმართველობის წესისთვის.

გურიამ “ნაცმოძრაობის” სახით მოიცილა სახადი, რითაც აჩვენა თავისი სამოქალაქო სიჯანსაღე. თავისუფლების, ღირსებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ტესტმა დაადასტურა ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო სიმწიფე. ამიტომ მე ბედნიერი ვარ, უპირველესად, როგორც მოქალაქე, შემდეგ როგორც ჩემი კუთხის შვილი და ოზურგეთელი. ოზურგეთი მართლაც ცალკე აღნიშვნის ღირსია _ სააკაშვილთან ერთად, მან უარი უთხრა არსებული ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე ტიპიურ სახესა და ფავორიტს, რამაზ ნიკოლაიშვილს, გურიის ყოფილ გუბერნატორსა და ბოლო დრომდე მხარის არაფორმალურ მმართველს. გურიაში მოღვაწეობის პერიოდში რამაზ ნიკოლაიშვილმა და მისმა გუნდმა წარმოაჩინეს სააკაშვილისეული მმართველობითი ტიპის ყველა ნეგატიური ნიშან-თვისება და ოზურგეთის საზოგადოებიდან საპასუხო დარტყმაც მიიღეს. გახსოვთ, ნიკოლაიშვილი როგორ ხშირად აპელირებდა თავის გურულობაზე, მას რამდენიმე ფურცელიც რომ წაეკითხა გურულებსა და მათ ხასიათებზე, ასეთ მძიმე დღეში არ აღმოჩნდებოდა.

აქედან გამომდინარე, გურიაში სააკაშვილ-ნიკოლაიშვილის გუნდის ფორმალური ხელმძღვანელი, მხარის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი უნდა გადადგეს.

ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილსა და “ქართულ ოცნებას”.

_ მიუხედავად, თქვენი თქმით, დამაჯერებელი გამარჯვებისა, ფაქტია, რომ რამდენიმე სოფელი ასევე დამაჯერებლად წააგეთ…

_ ზუსტად ამის შესახებაც ვაპირებდი, მეთქვა. საერთო გამარჯვების სურათის ფონზე კვლავ და კვლავ არასასურველ ლაქებად რჩება ლაითური, ნასაკირალისა და ნარუჯის უბნები. მაშინ, როცა ამ სოფლების ირგვლივ, თითქმის ყველგან, ოპოზიცია დამაჯერებლად იგებს საარჩევნო ბრძოლას, ამ უბნებში ხელისუფლება ახერხებს მაქსიმალური ხმების მიღებას. ასეთი ტრადიციული, მრავალწლიანი “საარჩევნო განსხვავებულობა” აშიშვლებს აქ არსებულ ღრმა პრობლემას, განსხავავებულობას, თავად ამ თემების საზოგადოებებსა და ოზურგეთის დანარჩენ საზოგადოებას, მათ ფასეულობათა სისტემებს შორის, რასაც გარკვეული ობიექტური და სუბიექტური საფუძვლები და წინაპირობები გააჩნია. აქამდე ყველა ხელისუფლება ამ თემებს უცქერდა, როგორც თავისი ძალაუფლების განმტკიცებისთვის არსებულ საარჩევნო ყუთს, ნაკლებად თუ უზრუნია ვინმეს მათი სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ძალზე ფაქიზი და მნიშვნელოვანი თემაა და იგი მომავალი ხელისუფლების ფიქრის საგანი უნდა გახდეს.

_ ვფიქრობ, სოფლებში გამოჩნდნენ ადამიანები და გუნდები, რომლებიც აქამდე ნაკლებად ინტერესდებოდნენ პოლიტიკით, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებისას უზრუნველყვეს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის წარმატებით ჩატარება და გამარჯვება…

_ ეს ფაქტები გავლილი საპარლამენტო არჩევნების კიდევ ერთი დამახასიათებელი მომენტია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გავთავისუფლდით “შევარდნაძის ნარჩენებისაგან”, ანუ ამით შევარდნაძის მემკვიდრეობა დასრულდა. გაჯანსაღების სიმპტომი გამოვლინდა თითოეულ უბანში _ ქალაქსა თუ სოფელში საზოგადოებამ თავისი არჩევნით უარი უთხრა, როგორც ზოგადად ქვეყნის მართვის ასეთ ფენომენს, ასევე კონკრეტულად ამ ნიშნის მატარებელ ადგილობრივი სახელისუფლო ნომენკლატურის წარმომადგენლებს.

ოზურგეთში ბევრია ასეთი სოფელი, რომელსაც წლების განმავლობაში ერთი და იგივე პიროვნება და გუნდი მართავს. ისინი ძალზე მობილურები აღმოჩნდნენ ბოლო ოცწლეულში ხელისუფლების ცვლილებების მიმართ. მათთან ასოცირდება კონკრეტულ სოფელში თუ უბანში უკანონობა, ძალადობა, არჩევნების გაყალბება და კორუფცია. მათ შორის, ალბათ, ყველაზე სტაჟიანია ავთო მექვაბიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს სოფელ ჯუმათის პარტკომად მუშაობდა, ბოლო დრომდე კი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი იყო და ლიბერალური დემოკრატიის დროშას აფრიალებდა. “მოქალაქეთა კავშირის” ძველი გვარდიიდან დღემდე “ივარგეს”: ვალია გირკელიძემ _ ბოხვაურიდან, თამაზ სალუქვაძემ _ ლიხაურიდან, თემურ მოქიამ _ ვაკიჯვრიდან, ლენა ქადეიშვილმა _ მელექედურიდან, ვალოდია ბერიძემ _ ნარუჯიდან და ა.შ.

ზოგადად, ასეთი ლიდერების არსებობა სოფელსა თუ ქალაქში, რომელთაც შესწევთ უნარი, გადაწყვიტონ სოფლის პრობლემები, დარაზმონ და აიყოლიონ ადგილობრივი საზოგადოება, ეს ამ თემებისთვის ნამდვილი სიკეთეა, მაგრამ როცა ამ ადამიანებს უჩნდებათ იმის განცდა, რომ თავად იყვნენ სოფლის ერთადერთი ბატონ-პატრონები და სხვას, მათ, ვისაც საქმის კეთების არანაკლები სურვილი და უნარი გააჩნიათ, ებრძვიან სახელისუფლო ბერკეტებისა და რესურსების გამოყენებით, ეს უკვე ნეგატიურად და შემაფერხებლად მოქმედებს თემების განვითარებაზე და იქ სიჯანსაღეს კლავს. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შექმნას ადგილობრივი თვითმმრთველობის ისეთი მოდელი, რომელიც განაპირობებს თავისუფალ არჩევითობას, ახალი, თანამედროვედ მოაზროვნე, საზოგადოების განვითარებისა და საჭიროებების ადეკვატური ლიდერების წარმოშობასა და მათ შორის ჯანსაღ კონკურენციას.

და ბოლოს, არ შეიძლება, არ აღინიშნოს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის ფაქტორი: მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემი ბავშვობის მეგობარია და მას ძალიან კარგად ვიცნობ, მე და არა მხოლოდ მე, აღფრთოვანებული დავრჩი მთელ, უაღრესად დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში მისი სერიოზულობითა და გაწონასწორებულობით. მას ოზურგეთის საზოგადოების მაჯისცემაზე ეჭირა ხელი და თავიდანვე იყო დარწმუნებული ოზურგეთელთა ღირსეულ არჩევანსა და გამარჯვებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის ასეთივე მგრძნობიარე იქნება ოზურგეთში მცხოვრები თითოეული ოჯახის პრობლემებისა და საჭიროებების მიმართ და წარმატებით გაართმევს თავს აღებულ ვალდებულებას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო – ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს

10:04; 10 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8 თებერვალი, 2026

წამოძახებები „ქართულ ოცნებაში“ და „ბოდვებად“ გამოცხადებული ბრალდებები

ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრობაზე უარს ამბობს!

ყველა სიახლე

ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი

10:10; 10.02.2026
პოლიტიკა

პიტერ სიიარტო – ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიჩნევს, რომ საქართველო დისტანციაზე უნდა ჰყავდეს

10:04; 10.02.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

10:00; 10.02.2026
ზაფრანი

წელიწადის რომელ დროს რა უნდა აკეთოს ადამიანმა   

9:51; 10.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მოღალატე და ერთგული ზოდიაქოს ნიშნები   

9:49; 10.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ერთგული მამაკაცები   

9:48; 10.02.2026
ფინანსები

ტრიუმფის 80 წელი – საქართველოს ბანკი სუხიშვილების გენერალური სპონსორია

18:48; 9.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის

18:44; 9.02.2026
სამართალი

ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

17:23; 9.02.2026
პოლიტიკა

პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

17:16; 9.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო