არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებული იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე როგორც აგრესიული ტონი მას-მედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
ამ ყოველივეს გათვალისიწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებულ გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას, ხოლო საჯარო მოხელეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავი შეიკავონ სიძულვილის ენის და რასისტული გამონათქვამების გამოყენებისაგან.
განცხადებას ხელს ამ მომენტისთვის 10-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს,ხელმოწერები გრძელდება.