შსს სამინისტრომ ამავე სასამართლოზე აღიარა “გურია ნიუსის” ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის, დაზიანების ფაქტი და მისთვის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება იკისრა. მიუხედავად ამისა, შს სამინისტრომ და, შესაბამისად, სასამართლომ, მოწმეთა ჩვენებების მიუხედავად და ლოგიკის საწინააღმდეგოდ, “დაადგინა”, რომ რომ სპეცრაზმელები სრულიად უსაფუძვლოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტს, მაგრამ აპარატურას და გადაღებულ კადრებს “მოუფრთხილდნენ.”
სასამართლომ, რატომღაც არ დააკმაყოფილა რედაქციის კუთვნილი ფოტოკამერის დაზიანების და მეხსიერების ბარათის დამტვრევის, ასევე, ჟურნალისტის კუთვნილი მობილური ტელეფონის წართმევის მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ ზარალის მატერიალური ღირებულება, რაოდენობრივად არც ისე მნიშვნელოვანია, გაზეთი “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელახალი ფორმირებისთანავე, მიმართავს სამინისტოს 2011 წელს 26 მაისს მედიასაშუალებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.