პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ დღეს უნდა დამტკიცდეს მთავრობა: “დავამტკიცებთ მთავრობას და ჩვენს პროგრამაში რაც არის თვითმმართველობის შესახებ, აუცილებლად გახორციელდეს. მართალი გითხრათ ინიციატორები ძალიან ბევრი არიან, მაგრამ ჩვენი პროგრამა ძალიან სერიოზულად უყურებს თვითმმართველობის მესამე დონის აღდგენას და ამიტომ უნდა მიეცეს საშუალება მთავრობას, რომ ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელოს მუშაობა.
_ ბატონო ლევან, იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რა იგეგმება თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით?
_ იგეგმება მესამე დონის აღდგენა. სოფლად რომ გაანადგურეს თვითმმართველობა, იმას აღვადგენთ, იგეგმება ასევე არჩევითობა ყველა დონეზე.
რაც შეეხება პარლამენტარ პაატა ზაქარეიშვილს, რომელსაც წუთი-წუთზე მინისტრად დაამტკიცებენ, თვითმმართველობასთან დაკავშირებით მისი მოსაზრების მედიასთან გამხელას არ აპირებს:
_ მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი არის სამუშაო ამ კუთხით, მაგრამ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. თვითმმართველობაზე მაქვს ჩემი წარმოდგენა, მაგრამ არ მინდა საზოგადოებამ სხვანაირად მიიღოს ჩემი მესიჯები. სჯობს გესაუბროთ კომპეტენტური ადამიანი, _ გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.