წინა სამუშაოები არჩევნების მოახლოებისას დაიწყო. მშენებლობის დაწყების პარალელურად, სოფელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინამდვილეში ამ ეკლესიას სასჯელაღსრულების და პრობაციის აწ უკვე ყოფილი მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე აფინანსებდა. ორიოდე თვის წინ, “გურია ნიუსი” წერდა, რომ ამ ზაფხულს კალმახელიძე ჭანიეთს ეწვია და მოსახლეობას შეხვდა. კონკრეტულად, რატომ შეარჩია მან სოფელი ჭანიეთი, ეს იმთავითვე უცნობი დარჩა. სოფლის რწმუნებული დათო მჟავანაძე ამ ინფორმაციას არასწორს უწოდებს:
_ მართალია, კალმახელიძის სტუმრობის დროს, მოსახლეობასთან შეხვედრისას, მას სთხოვეს დახმარება ეკლესიის მშენებლობის საქმეში, მაგრამ ქალბატონმა ხათუნამ განაცხადა, რომ პირადად ვერ გადაწყვეტდა ამ საკითხს, რადგან საპატრიარქოს თავისი ბიუჯეტი აქვს.
კითხვაზე, მაშინ საიდან ფინანსდება ჭანიეთში დღეს მშენებარე ეკლესია, დათო მჟავანაძემ გვითხრა, რომ ეს ხდება შემოწირულობების მეშვეობით და დაასახელა რამდენიმე ქველმოქმედი: სოფლის მკვიდრის ლადო ლომჯარიას ოჯახი, ელგუჯა ლომინეიშვილი, მამუკა მჟავანაძე, თენგო მჟავანაძე: _ კიდევ უამრავი ადამიანია, რომელთა გვარებს თანდათან გაიგებს სოფელი, _ გვითხრა მჟავანაძემ.