https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეს თემა ისე არ უნდა ჩაიხუროს, როგორც წინა ხელისუფლების დროს მოხდა…“

19:11; 7.11.2012
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის აზრით, ამ ნაბიჯით შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა შანტაჟის საფრთხე. „აფხაზებს შეეძლოთ შეეჩერებინათ ენგურჰესის ფუნქციონირება, თუ ჩათვლიდნენ, რომ ეს, ის ბერკეტი იყო, რომელიც უნდა გამოეყენებინათ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე საფრთხის პირობებში“.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაო ეეს“-ის თავმჯდომარმე ევგენი დოდმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 2008 წლის 28 დეკემბერს მოაწერეს. ამის შესახებ საზოგადოებამ „ინტერ რაო ეეს“-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან შეიტყო, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კი, მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, პირველი განცხადება ორი კვირის თავზე გააკეთა. დოკუმენტი ენგურჰესის მუშაობაში „ინტერ რაო ეესი“-ს ჩართვას ითვალისწინებდა, თუმცა რა ფორმით და მხარეთა რა ვალდებულების საფუძველზე, წლების განმავლობაში, უცნობია. ალექსანდრე ხეთაგური მაშინ აცხადებდა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და “ინტერ რაო ეესი“-ს მიერ, ათი წლის ვადით ენგურჰესის ერთობლივ მართვას ითვალისწინებს. ენგურის ჰესების კასკადის აქციათა 100 პროცენტი იყო, არის და დარჩება საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშიო, თუმცა, ჩუმად ხელმოწერილი და შემდეგ გრიფით “საიდუმლო“ მემორანდუმის გამო, საზოგადოებამ მინისტრის მიერ ამ თემაზე გაკეთებული განცხადებები არ დაიჯერა. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები და პოლიტიკური პარტიები ენგურჰესის რუსეთისთვის შესაძლო მიყიდვაზე ალაპარაკდნენ. რამდენიმე დღის წინ, ამ თემაზე პირველი კომენტარი ახლადდანიშნულმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა. მან განაცხადა, რომ „ენგურჰესი გაყიდული არ არის, ის საქართველოს საკუთრებაშია“.

დღეისათვის ენგურჰესს ქართული მხარე მართავს. ამ პროცესში არც აფხაზები მონაწილეობენ და არც რუსები. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო ქართული მხარის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. „ენგურჰესს ქართული მხარე მართავს. იმ მემორანდუმს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და „ინტერ რაი ეეს“-ს შორის გაფორმდა, იმავე წლის ბოლომდე ჰქონდა ძალა. შეთანხმება არ შედგა და შესაბამისად, მემორანდუმი 2009 წლის ბოლოს გაუქმდა,“ – განუცხადა „გურია ნიუსს“ „ენგურჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ.

რატომ ჩაიშალა რუსულ-ქართული ენერგომოპალარაკება, ამის შესახებ ქართველი ექსპერტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. ენგურის ჰესების კასკადი, წლის განმავლობაში, 3-დან 4 მლრდ კილოვატსაათამდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. საშუალოდ კი 3, 5 მლრდ კილოვატსაათს. მის 60 პროცენტს საქართველო მოიხმარს, 40 პროცენტს – აფხაზური მხარე. ათვისებული ელექტროენერგიის საფასურს, აფხაზები საქართველოს არ უხდიან. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მაშინდელმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად აფხაზების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 40 პროცენტის საფასურს, 15 მლნ ლარს „ინტერ რაო ეეს“-ი გადაიხდიდა.

„დოკუმენტს, რაზეც ვსაუბრობთ, თუ დეტალურად არ გავეცანით, ძნელია, რაიმე სანდო ანალიზის გაკეთება, თუმცა, ის დახურულია… ჩემთვის ცნობილია, რომ ეს დოკუმენტი იყო სრულიად მკაფიო შეთანხმება პუტინსა და სააკაშვილს შორის ენგურჰესის მართვის საკითხებზე და არა გაყიდვაზე. ის, რუსულ კომპანიას მართვაში გარკვეული პირობებით გადაეცემოდა, მაგრამ ამით ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აღმოჩნდებოდა. ენგურჰესიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს არ უხდიდა. რუსეთი კი, მემორანდუმის ფარგლებში იღებდა ვალდებულებას, რომ ეს თანხები აფხაზეთის მოსახლეობისგან ამოეღო. ასეთი იყო რუსული მხარის მზაობა. ქართულ მხარეს, ცხადია, არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა. ეს მემორანდუმი შეიძლება ყოფილიყო საქართველოსთვის გარკვეული საბოტაჟის საფრთხის შემცველი აფხაზების მხრიდან,“ – გვითხრა სოსო ცისკარიშვილმა.

თუ რისი უფლებით გადაეცემოდა „ინტერ რაო ეეს“-ს ენგურჰესი, ამაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს გია ხუხაშვილს. ხელშეკრულების გაფორმების პროცესის ჩაშლის მიზეზებზე საუბრისას კი, ისიც აფხაზური მხარის როლს უსვამს ხაზს. „ორი მიზეზია; პირველი, რომ ქართული საზოგადოება შეეწინააღმდეგა ამ პროცესს და მეორე – აფხაზური მხარის პრინციპული პოზიცია… ვფიქრობ, რომ მემორანდუმი არა საქართველოსა და რუსების მიერ ენგურჰესის ერთობლივ მართვას ითვალისწინებდა, არამედ, ენგურჰესის რუსეთის მხარისთვის გადაცემა ხდებოდა და რაც ყველაზე აბსურდული იყო, ამის წინააღმდეგ, აფხაზები წავიდნენ. საქართველო, ფაქტობრივად, თანახმა იყო ენგურჰესი „ინტერ რაო ეეს“-ის კონტროლის ქვეშ გადასულიყო და ამაზე აფხაზებმა თქვეს უარი. აფხაზები ამ საკითხს ბევრად უფრო სახელმწიფოებრივად მიუდგნენ, ვიდრე ქართული მხარე, რომელსაც რუსეთთან მუდმივი ჭიდილი აქვს. როგორც ჩემთვის ცნობილია, აფხაზებმა ჩაშალეს ამ ხელშეკრულების გაფორმება“.

ენგურჰესთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ბევრი კითხვა არსებობს. მათგან ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, თუ რატომ გაასაიდუმლოვა საქართველომ რუსულ ენერგოკომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის შინაარსი. “როგორც ვიცი, მემორანდუმის ტექსტი საკმაოდ უცნაური იყო. ომის შემდეგ, რუსეთთან რიტორიკული კონფლიქტის ფონზე, რეალურად ურთიერთგაგებაზე იყო საუბარი. დახურეს იმიტომ, რომ მემორანდუმის ტონი და მისი პათოსი არ შეესაბამებოდა რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ რეალურ პროპაგანდისტულ მდგომარეობას, როცა საქართველოს ხელისუფლება იძახდა, რომ მან ომი მოიგო. მოგეხსენებათ, ეს იყო ომისშემდგომი პერიოდი და როგორც აღვნიშნე, ძალიან წააგავდა რუსეთისთვის – მოგებული მხარისთვის ხარკის გადახდას. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება შეეცადა, რომ თავისი კაპიტულანტური, მე ვიტყოდი, იმ პერიოდის დანაშაულებრივი ქმედებები მიეჩქმალა,“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ექსპერტები იხსენებენ იმ პერიოდს, როდესაც ჟურნალისტმა ლაშა ტუღუშმა სასამართლოს ყველა ინსტანცია გაიარა და ვერ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წერია ამ დოკუმენტში.

დღეს კი, „გურია ნიუსმა“ უარი მიიღო მოთხოვნაზე, ახლა მაინც გამხდარიყო საჯარო მემორანდუმი.

“ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობასა და რუსულ კომპანია “ინტერ რაოს” შორის დადებული “ენგურჰესის” ერთობლივი მართვის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში არ შესულა. შესაბამისად, გაუქმებული მემორანდუმის დეტალების შესახებ საუბარი დღეს ინტერესს მოკლებულია და ეს ფაქტი საზოგადოებაში მხოლოდ დამატებით უსაფძვლო კითხვებს გააჩენს,” – ასეთია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პასუხი.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებას, რომ “გაუქმებული მემორანდუმის დეტალების შესახებ საუბარი დღეს ინტერესს მოკლებულია“, ექსპერტები არ იზიარებენ.

„გამომდინარე იქედან, რომ მემორანდუმში არის გარკვეული კონფედენციალური ნაწილი, შესაძლებელია მისი სრული ტექსტი საზოგადოებისთვის ცნობილი არ გახდეს, მაგრამ მემორანდუმის გარკვეული შინაარსი საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მაშინ, საზოგადოების ინტერესი ამ საკითხის მიმართ მაღალი იყო და მათი ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს. ეს თემა ისე არ უნდა ჩაიხუროს, როგორც წინა ხელისუფლების დროს მოხდა,“ – ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

“ამ სამინისტროს მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი, ძალიან მოგვაგონებს ბატონი ხეთაგურის მმართველობის პერიოდს და იმედია, კახა კალაძე ითამაშებს სხვა თამაშს და იმ მიდგომებს არ გაიმეორებს, რომლებიც მის წინამორბედს ახასიათებდა. ინფორმაცია ენგურჰესის სტატუსის შესახებ, თუ რას გადაურჩა ენგურჰესი, თუ მართლაც ასეა, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. გამჭვირვალობა ყველა სამინისტროსთვის აუცილებელია. მე არ ვლაპარაკობ საგარეო დაზვერვაზე და ა.შ. ასეთი ინფორმაცია, რასაკვირველია, საიდუმლო შეიძლება იყოს,“ – გვითხრა სოსო ცისკარიშვილმა.

საქართველოსა და რუსულ ენერგოკომპანიას შორის გაფორმებული და მოგვიანებით გაუქმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შინაარსს საზოგადოება დღემდე დიდი ინტერესით ელოდება; თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მიაჩნიათ, რომ გაუქმებული მემორანდუმის დეტალებზე საუბარი ახლა ინტერესმოკლებულია. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ არც ახლა და არც მომავალში, სამინისტრო გაუქმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, სხვა ინფორმაციას არ გასცემს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24 თებერვალი, 2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23 თებერვალი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

17:25; 23 თებერვალი, 2026
ფინანსები

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ ბრუნდება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

13:35; 23 თებერვალი, 2026
ფინანსები

Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა – 2026 წელი სავალუტო შემოდინებების პოზიტიური დინამიკით დაიწყო

12:11; 23 თებერვალი, 2026

თეა თუთბერიძე: "ახლა რა ინტერვიუსაც მოგცემთ, იმედი მაქვს სიტყვასიტყვით დაწერთ..."

სად მიდიოდა ტენდერებიდან 10% და ვინ ეჯდა წილში მოქალაქეებს მუშად "დანიშვნაში"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი: საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიისა და ევროკავშირის გეზს, ვიდრე პუტინი არ დამარცხდება უკრაინის ომში

14:50; 25.02.2026
პოლიტიკა

“ვინც “იმედთან” ითანამშრომლებს, განწირულია სანქციებისათვის. გგონიათ ივანიშვილი გაწირავს “ქართუს”? – რომან გოცირიძე

14:48; 25.02.2026
სამართალი

“ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ნებისმიერ ადამიანს, ვისი მოსაზრებაც შეიძლება ხელისუფლებაში არ მოეწონოთ”

14:25; 25.02.2026
სამართალი

დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

14:17; 25.02.2026
სამართალი

საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

13:17; 25.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო

13:14; 25.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება

11:28; 25.02.2026
პოლიტიკა

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

11:14; 25.02.2026
სამართალი

ტაქსის მძღოლმა არასრულწლოვანი გააუპატიურა – შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

10:35; 25.02.2026
საზოგადოება

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

10:22; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მზრუნველი ადამიანები

10:14; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:12; 25.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მომღიმარი და ოპტიმისტი ზოდიაქოს ნიშნები

10:11; 25.02.2026
ზაფრანი

როგორ ქორწინდებიან ზოდიაქოს ნიშნები

10:09; 25.02.2026
საზოგადოება

„თეთრს არაფერში ხარჯავენ _ ასე ყველა გახსნის მარკეტს სხვის ხარჯზე და იგუგუნებს!“

10:04; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო