https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სიტყვებისთვის “ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს” გასამართლებულნი _ მართლმადიდებელი ბიჭების საქმე

16:11; 14.11.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სიტყვებისათვის,“ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს”, _ მიესაჯოთ 4 წელი და 6 თვე, დაახლოებით ასე გამოიყურებოდა იმ 8 ბიჭისთვის გამოტანილი განაჩენი, რომლებმაც პირდაპირ ეთერში, ერეკლე დეისაძის წიგნი “საიდუმლო სირობა” გააპროტესტეს…

რა ბედი ელით მართლმადიდებელ ბიჭებს და მოხდება თუ არა მათი გათავისუფლება ვადაზე ადრე? “გურია ნიუსმა” ამ კითხვით სასჯელაღსრულების პრესსამსახურს მიმართა, სადაც გაგვიცახდეს:

_ ამ ადამიანების გათავისუფლება მოხდება მათ მიერ შემოტანილი განცხადების საფუძველზე. ანუ პირობით ვადაზე გათავისუფლებაზე უნდა შემოიტანონ განცხადება სამინისტროში, რომლის განხილვაც მოხდება საბჭოების და კომისიის მიერ და ისინი ეტაპობრივად გათავისუფლდებიან. ჩამოთვლილი 8 პიროვნებიდან, მხოლოდ შოთა აფხაიძეს არ აქვს განცხადება შემოტანილი.

სანამ საბჭო და სპეციალური კომისია მართლმადიდებელი ბიჭების საქმეს განიხილავს, “გურია ნიუსი” ამ საქმის დეტალებს და იმ “მტკიცებულებებს” გაგაცნობთ, რის საფუძველზეც ისინი გაასამართლეს.

2010 წლის 7 მაისს, ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა “ბარიერში”, ორი ურთიერთდაპირისპირებული საზოგადოება იყო მიწვეული. ერთი გახლდათ ე.წ ლიბერალების ფრთა და მეორე _ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა. ლიბერალებს წარმოადგენდნენ: თეო ხატიაშვილი, ბექა მინდიაშვილი, სერგო რატიანი. მეორე მხარეს _ ლევან ჩაჩუა, დავით შალამბერიძე, ჯაბა გურჩიანი, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე და გიორგი გაბედავა.

2010 წლის 4 მაისს ჩატარდა ერეკლე დეისაძის წიგნის, “საიდუმლო სირობის” პრეზენტაცია, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის წინ.

ამ წიგნის ავტორის დამცველები: თეო ხატიაშვილი, ბექა მინდიაშვილი, სერგო რატიანი, ამბობდნენ რომ მათ აქვთ გამოხატვის თავისუფლება და რასაც უნდოდათ, იმას იტყოდნენ. მაგრამ გადაცემა “ბარიერში” გამართული დისკუსიის დროს, შეურაცხოფილმა ხატიაშვილმა და მინდიაშვილმა, დარბაზი დატოვეს იმ მოტივით, რომ შეურაცხოფილები დარჩნენ და სალაპარაკო იქ მოწვეულ ოპონენტებთან, არაფერი ჰქონდათ. ღია ეთერში, დარბაზი დატოვეს და გავიდნენ. სტუდიიდან გასულებს, გარეთ დახვდათ ზუმბაძე და დავით შალამბერიძე. ეს ადამიანები, არქივისთვის აგროვებდნენ მასალას და გარეთ გასულებს, ვიდეოკამერით დახვდნენ და დაუსვეს კითხვები. კითხვა იყო ასეთი, _ თქვენ რომელი ბარიდან ხართ და რატომ იცავთ მამათმავლებს? ე.წ ლიბერალებმა პასუხი არ გასცეს, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. არავითარი ინციდენტი მათ შორის არ მომხდარა.

რატიანის ჩვენების მიხედვით, მათ წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი სტუდიის დატოვება, _ მათთან სალაპარაკო არაფერი გვქონდა და სტუდია დემონსტრატიულად უნდა დაგვეტოვებინაო.

მართლმადიდებელი ბიჭების ინტერესებს, სასამართლო პროცესზე, მაშინ ადვოკატი და უფლებადამცველი მანანა კობახიძე და ადვოკატი ბესარიონ ქარცივაძე იცავდა.

“ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს…”

მანანა კობახიძის განცხადებით, ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა და თუ გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობდნენ, ამ კითხვასაც ჰქონდა არსებობის უფლება, მაგრამ ასეთი კითხვის დასმა თურმე დანაშაული რომ ყოფილა, იმ განაჩენში აისახა, რაც ამ ბიჭების მიმართ დადგა.

გადაცემის წამყვანმა ნინო ჯანგირაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ამ კითხვების დასმის მეტი, ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებიათ. იგივეს ამბობდა დავით აქუბარდიაც, ნინო ზურიაშვილიც და ყველა ის ოპერატორი, რომლებიც დაიკითხნენ.

ლიბერალი მინდიაშვილი საჯაროდ აცხადებდა, რომ ეს მართლმადიდებლური მოძრაობა ფაშისტური და ტერორისტულია. რატიანი კი ამბობდა, რომ მათთან საქმე სამართალდამცავებს უნდა ჰქონოდათ, რადგან კრიმინალები იყვნენ. ასეთი ტონი მოდიოდა ე. წ ლიბერალთა ფრთის წარმომადგენლებისგან.

ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორი სიმშვიდით იჯდა იქ ლევან ჩაჩუა და საერთოდ დისკუსიაშიც არ მონაწილეობს. ერთადერთი, ჯაბა გურჩიანმა აიღო მიკროფონი და თქვა: “ნუ შემიგინებთ ღვთისმშობელს…” ამ ბიჭების მთელი აქტიურობა ჩანს გადაცემაში, რომელიც მთლიანადაა გადაღებული.

მანანა კობახიძე მაშინ ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ : „ე.წ ლიბერალები: მინდიაშვილი, ხატიაშვილი და რატიანი, სტუდიიდან აბსოლუტურად მშვიდობიანად წავიდნენ. ისინი, არც ჩვენებაში უარყოფენ, რომ მათ მიმართ რაიმე ფიზიკურ ანგარიშწორებას ადგილი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, რატიანმა თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ მართლმადიდებლური მოძრაობის ორმა წევრმა, ისინი მანქანამდეც კი მიაცილა, რაიმე ინციდენტს ადგილი რომ არ ჰქონოდა. ეს მიმცილებლები კი სწორედ რატი მაისურაძე და შოთა აფხაიძე იყვნენ, რაც კადრებიდანაც დასტურდება”.

ამის შემდეგ, გარეთ რა მოხდა, “სტელას ბაღში” რა ჯგუფები შეიკრიბა და ვის შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, არსად ფიქსირდება.

სცემენ გარეთ გასულ დავით აქუბარდიას და მასთან ერთად, მართლმადიდებელთა კავშირის წარმომადგენელს ჯაბა გურჩიანს. არცერთმა მათგანმა არ იცის, ვინ სცემა. გურჩიანს ძალიან სერიოზული პრობლემა ჰქონდა მხედველობასთან დაკავშირებით, სათვალეები ჩაუმტვრიეს და ძლივს ავიდა სტუდიამდე. აქუბარდიას კი არ ახსოვს ვინ სცემა, მხოლოდ იმას აფიქსირებს, რომ ამ ბიჭებიდან არცერთი ყოფილაა…

მანანა კობახიძე: ” როდესაც ნაცემი აქუბარდია სტუდიაში ავიდა, იქ იყო ლევან ჩაჩუაც, ჯაბა გურჩიანიც და გაბედავაც, სამივე მათგანი, ვინც იმ საღამოს დაიჭირეს. თუკი აქუბარდია რომელიმე მათგანმა სცემა, ან მონაწილეობა მაინც მიიღო, რატომ არ მიუთითა აქუბარდიამ იქ მისულ პოლიციას მათზე? ან ეს ბიჭები რატომ არ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან? ისინი აქუბარდიას გვერდით იდგნენ სტუდიაში”.

არსებობს კადრები, სადაც ლევან ჩაჩუა ნაცემ აქუბარდიას ესაუბრება და ამ დროს შემოდის მამაო, რომელსაც ნაცემი ჯაბა გურჩიანი შემოჰყავს.

აქუბარდია ჩვენებაშიც ამბობს, ეს ადამიანები სტუდიაში იყვნენ და გარეთ როგორ მცემდნენო.

24 მოწმე პოლიციელი და ფენომენალური ოპერმუშაკი ჭავჭავაძე…

საქმის მასალების მიხედვით, ძირითადი მოწმეები პოლიციელები არიან. თითოეული მათგანის მიერ მიცემული ჩვენება, დროში, სივრცესა და რეალობაში აბსოლუტურად აცდენილი იყო ერთიმეორეს.

პოლიციელების მიერ არასწორად შედგენილ ჩხრეკის ორდერებსა და ამოცნობის გაყალბებულ ოქმებში, არსებითი დარღვევები მოსამართლე მილერი ხარებავამ არ დაინახა…

მართალია ჩურჩულით, მაგრამ მაინც ჩაიკითხა განაჩენი… 4 წელი და 6 თვე…

როგორც ლიბერალი თეო ხატიაშვილი ამბობს ჩვენებაში, პოლიცია მან გამოიძახა, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტი, გარეთ, მეორე რეკლამის გასვლის დროს დაიწყო. რეკლამა, დაახლოებით, 23:30 საათზე დასრულდა. ჩხუბი, სწორედ ამ შუალედში უნდა მომხდარიყო. პოლიციაში კი ზარი 23:45 საათზე ფიქსირდება. მათ მოსვლას, შემთხვევის ადგილამდე, მინიმუმ 10 წუთი მაინც ჭირდებოდა. ასე რომ, პოლიციის მოსვლის დროს, ინციდენტი ამოწურული იყო და ისინი თვითმხილველები ვერ იქნებოდნენ.

მაგრამ, მათ რიგებში გამოჩნდა პოლიციელი ჭავჭავაძე, რომელიც, მისი თქმით, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იმ საღამოს შემთხვევის ადგილას. და ალბათ, ასევე სრულიად შემთხვევით, დაიმახსოვრა ყველა იმ ბიჭის სახელი და გვარი, რომელიც იმ საღამოსვე, მისი ჩვენების საფუძველზე დააკავეს.

მანანა კობახიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავდა: “ძალიან საინტერესო იყო პოლიციელ ჭავჭავაძის ჩვენება. მისი თქმით, იმ საღამოს, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. პირად საქმეზე ვიყავი გასული და ლეონიძის ქუჩაზე ხმაური რომ შემომესმა, ჩემი სურვილით მივედიო. დავინახე, რომ სტუდიის შიგნითაც ჩხუბი იყო, სტუდიის გარეთაც და ჩხუბობდნენ გაბედავა, ჩაჩუა, მაისურაძე და აფხაიძეო. მაგრამ იქ ბლიაძე, ზუმბაძე და შალამბერიძე დააკავესო. ასე ჩამოარაკრაკა ჭავჭავაძემ ამ ბიჭების სახელ-გვარები და მერე დასძინა, ისევ ჩემს საქმეზე წავედიო.

არადა, ჭავჭავაძეს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ამ ხალხის ამოცნობაში. ამ ადამიანმა სად გაიგო ბიჭების სახელ-გვარები, როგორ დაიმახსოვრა ასე სწრაფად, ამ კითხვაზე მისი პასუხი ორი სიტყვით შემოიფარგლა: ოპერმუშაკი ვარო.

თუკი ასე დეტალურად იცოდა ოპერმუშაკმა ჭავჭავაძემ მათი ვინაობა, რატომ არ მიიღო ამოცნობაში მონაწილეობა? ერთადერთი პასუხი, ამ ყველაფერზე ის არის, რომ ჭავჭავაძე შემთხვევის ადგილას საერთოდ არ ყოფილა”.

მუჭით გადატანილი ნივთმტკიცებები და ჩხრეკაში დაკარგული პოლიციელი ბურდული…

საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები ტელეკომპანია “კავკასიის” სტუდიაში შევიდნენ და დააკავეს ეკლესიის სტიქაროსანი და მედავითნე ავთანდილ ზუმბაძე, სასულიერო აკადემიის სტუდენტი, დავით შალამბერიძე და მგალობელი ზვიად ბლიაძე. პოლიციელებმა ასევე დააკავეს ნინო ჯანგირაშვილის ძმა, ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი და მისი შვილი, “კავკასიის’ ოპერატორი ლუკა ჯანგირაშვილი, რომლებიც კავკასიის თანამშრომლებმა პოლიციელებს ხელიდან გამოსტაცეს და ამ გზით გაათავისუფლეს. ეს ქმედებები ასახულია იმ ვიდეო ფირებზე, რომელიც ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების სახით იქნა წარმოდგენილი და საქმეზე დართული.

იმავე საღამოს, ჩაჩუა, აფხაიძე, მაისურაძე, გაბედავა და გვიჩიანი მიდიან პოლიციაში და მოწმეებად დაკითხვას ითხოვენ. ისინი პოლიციის სამმართველოში მოწმის სტატუსით შეიყვანეს და ადგილზე დააკავეს. ამ დროისთვის, პოლიციას დაზარალებულებიც კი არ ჰყავდა დაკითხული. ცნობილიც კი არავინ იყო დაზარალებულად და არ არსებობდნენ მოწმეები, რომლებიც დაკავებულების წინააღმდეგ იძლეოდნენ ჩვენებას… გარდა ოპერმუშაკ ჭავჭავაძისა…

მანანა კობახიძე: ამ ხუთი ბიჭის ქალაქის სამმართველოში დაკავებას საფუძვლად ის დაედო, რომ არსებობდა საფრთხე გამოძიებას მიმალვოდნენ. ამაზე დიდი უზნეობა რა შეიძლება იყოს, მართლა ვერ წარმომიდგენია. საქმეში დევს მასალები, რომ ეს ბიჭები, იმავე საღამოს, საკუთარი ფეხით მივიდნენ ჯერ ძველი თბილისის პოლიციის შენობაში და შემდეგ ქალაქის სამმართველოში. მიპასუხოს ვინმემ, ჰგავს ეს იმ ადამიანის საქციელს, რომელიც მიმალვას აპირებს?!”

რაც შეეხება ჩხრეკას, ოქმის მიხედვით, ჩხრეკა ჩატარდა სტუდიაში. კადრების მიხედვით, დაკავებულები მაშინვე გარეთ გამოიყვანეს და ფაქტია, ჩხრეკა იქ ვერ ჩატარდებოდა. პოლიციელ ბურდულის ჩვენების მიხედვით კი, ჩხრეკა ბაღში ჩატარდა.

ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ნივთმტკიცებები ადგილზე დაილუქა. მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, მინიმუმ დასალუქი პარკები ხომ უნდა ჰქონოდათ? ამიტომ პოლიციელები აცხადებენ, რომ ადგილზე არ დალუქულა და მეტი არგუმენტირებულობისთვის დასძენენ, რომ დაკავებული ბიჭების მობილურები და საფულეები ხელით გადაიტანეს პოლიციის განყოფილებაში.

მანანა კობახიძე: “კიდევ კარგი, ეს ყველაფერი, ნივთმტკიცებებად არ იქნა ცნობილი და პოლიციამ ვერაფერში გამოიყენა, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გვექნებოდა საქმე? ეს რომ ნარკოტიკი ან იარაღი ყოფილიყო, რას იზამდნენ, ხელით მიიტანდნენ პოლიციის შენობაში და იქ დალუქავდნენ? აი, ამ დონეზე ტარდება ჩხრეკა საქართველოში!!!”

შეწყვეტილი ბოლო სიტყვა და ქართული მართლმსაჯულების ჯოგური პრინციპი

ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ინციდენტის გამო, ზემოთ ჩამოთვლილი 8 ბიჭი, ორი მუხლით გაასამართლეს: ჟურნალისტური საქმიანობისთვის უკანონო ხელშეშლისა და ხულიგნობისთვის.

თუმცა, რომელ ჟურნალისტს შეუშალეს ხელი, ეს ვერც ბრალდებამ დაადგინა და ვერც სასამართლომ. დაზარალებულად ცნობილი, ამ საქმეში, ერთი ჟურნალისტიც კი არ არის ცნობილი.უფრო მეტიც, ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი დაკითხვისას აფიქსირებდა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ამ ადამიანებს ხელი არ შეუშლიათ. ზოგიერთი მათგანი აშველებდა მხარეებს და სიტუაციას აწყნარებდა კიდეც. ამიტომ მათი მოთხოვნა ამ ადამიანების უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივი გათავისუფლება იყო.

მანანა კობახიძე: ბიჭები ჯოგური პრინციპით გაასამართლეს. ყველას 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. მოსამართლე მილერი ხარებავამ, ერთი განმასხვავებელი დეტალიც კი ვერ იპოვა მათ ქმედებაში.

ხარებავამ არც საპატრიარქოს თავდებობა გაითვალისწინა და არც პარლამენტარების. პარლამენტარებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ლევან ვეფხვაძემ, ნიკა ლალიაშვილმა და ჯონდი ბაღათურიამ, სხვადასხვა ეტაპზე, ორ-ორჯერ შეიტანეს შუამდგომლობა ბიჭების თავდებით გამოშვებაზე.“

საპატრიარქოს და პარლამენტს არც პროკურატურა ენდო და არც სასამართლო…

საპროცესო შეთანხმებაზე კი განსასჯელებმა ცალსახად უარი განაცხადეს, _ ცილისწამება დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს, ცილს ვერ დავწამებთო…

მილერი ხარებავამ, ზუმბაძეს ბოლო სიტყვაც არ ათქმევინა. მოტივი კი ის იყო, რომ ამ უკანასკნელმა თავისი პოზიცია დააფიქსირა.

ზუმბაძემ, თავისი ბოლო სიტყვა, ცოტა შორიდან დაიწყო და თქვა, რომ ეს სიტუაცია მას აგონებდა მე-20 საუკუნის დასაწყისს, როდესაც ეკლესიას დევნიდნენ და ხელისუფლებამ ცუდად დაამთავრაო… ამ განცხადების გამო, მოსამართლემ, საკმაოდ მკაცრი ტონით შეაწყვეტინა სიტყვა.

პ. ს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ ბიჭების აღმკვეთი ღონისძიების საკითხი იხილებოდა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ და რამდენიმე მეუფემ სასამართლოს მიმართა, რათა დაკავების სანქცია არ გაეცათ და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ შეეფარდებინათ, მაგრამ მათი თხოვნა მაშინ არავინ გაითვალისწინა…

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23 თებერვალი, 2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23 თებერვალი, 2026
სამართალი

“საბოტაჟის საქმე”- რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

17:24; 23 თებერვალი, 2026
სამართალი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და კიდევ ორი პირი დააკავეს – რას ედავება მათ გამოძიება

15:57; 23 თებერვალი, 2026
სამართალი

“დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს”- თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:55; 23 თებერვალი, 2026

ახალი კანდიდატურები და თემურ ჭკუასელის შეთავაზება იმედაშვილს

მერია შსს-ს თვალთვალის ფაქტის გამოძიებას თხოვს

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
მსოფლიო

მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

10:10; 24.02.2026
პოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში 25 თებერვალს საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ

10:07; 24.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – რუსეთ-უკრაინის ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს, ხოლო ნგრევით არაფრით განსხვავდება მისგან

10:06; 24.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც იდეალური კავშირი აქვთ

10:02; 24.02.2026
ზაფრანი

ქალი, რომელზეც დაუყოვნებლივ უნდა იქორწინოს მამაკაცმა

10:00; 24.02.2026
ზაფრანი

ყველაზე მავნე მამაკაცები

9:59; 24.02.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

17:25; 23.02.2026
სამართალი

“საბოტაჟის საქმე”- რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

17:24; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო