თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილის პროტესტი გრძელდება. დღეიდან პროტესტის ნიშნად მოსწავლეები და მასწავლებლების ნაწილი სასწავლო პროცესის ჩაშლას გეგმავენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.
პედაგოგების ნაწილი აცხადებს, რომ არ ჩაატარებენ გაკვეთილებს მანამ, სანამ სკოლის დირექტორი მარიამ თავართქილაძე თანამდებობას არ დატოვებს.
„ვაპირებთ იმას, რომ სანამ არ წავა მარიამ თავართქილაძე, პირადად მე, თუ იქნება მარიამ თავართქილაძე ვწერ განცხადებას და მივდივარ სკოლიდან,“ _ აცხადებს 67-ე სკოლის პედაგოგი ცირა ნაყეური.
თავართქილაძე უკვე მივიდა სკოლაში, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, თუმცა ის აქციის მონაწილეებს არ გასაუბრებია.
სკოლაში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. ერთმანეთს მშობლები და მასწავლებლები დაუპირისპირდნენ. მათი ნაწილი სასწავლო დაწესებულებასთან აქციის გამართვას და გაკვეთილების ჩაშლას გაუმართლებლად მიიჩნევს.
rustavi2.ge