შსს-ს განცხადებით: “საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირებს გინიოსა და ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ნაქირავები ჰქონდათ სასტუმროები და ორგანიზებას უწევდნენ პროსტიტუციის ბუნაგების მოწყობას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულები აღიარებენ დანაშაულს და თანამშრომლობენ გამოძიებასთან.”