როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, მისი ვიზიტი 4 საათზე იყო დანიშნული. ის საკრებულოს წევრებთან და სოფლის რწმუნებულებთან აპირებს შეხვედრას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა ქუთაისის საკრებულოშიც გამართა შეხვედრა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, მისი გადადგომის მოთხოვნის საზოგადოების ნაწილმა, მას შენობასთან პიკეტირება მოუწყო.
როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტმა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკრებულოებს წევრებთან და სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრა გადაწყვიტა. შეხვედრები, როგორც ჩანს, დახურული იქნება. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თემებზე საუბრობს პრეზიდენტი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.