18 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბორჯომში, არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით,1970 წელს დაბადებული მალხაზ პ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ბორჯომში ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველია. მან მაღაზიაში შესული, დაახლოებით, 15 წლის გოგონა ძალის გამოყენებით, გვერდით ოთახში გაიყვანა, აიძულებდა სქესობრივი აქტის დამყარებას. გოგონამ თავს გაქცევით უშველა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით აღიძრა.