როგორც თურქული მედია იტყობინება, 33 წლის ეკა. თ. მეგობართან ჩხუბის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით, საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადახტა და სერიოზული დაზიანებები მიიღო.
დაზარალებული ამ დროისთვის სამსუნის ერთერთ საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა, არა საშიში. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ მოკვლევა ჩაატარა და ინციდენტის მონაწილე მეორე პირიც დააკავა, მაგრამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.