გორში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყების ცნობით, ბრალდებული პირველი ბრიგადის, მატერიალურ-ტექნიკური აღმრიცხველის პოზიციაზე 2008 წლიდან მუშაობდა. თუმცა, ის სამსახურიდან კადრების შემცირების გამო 2017 წელს გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამჟამად უმუშევარი იყო.
შემზარავი მკვლელობის საქმის მასალებით ირკვევა, რომ თამარ კობერიძე მოკლული ლილი კევლიშვილის ბინაში ქირით ცხოვრობდა. გამოძიების ცნობით, მან 72 წლის ქალს მძიმე დაზიანებები მიაყენა, მოტივი კი ძარცვაა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თამარ კობერიძემ 72 წლის ქალს ბოთლი ჩაარტყა, გაიტაცა მისი დანაზოგი, ოქროს ნივთები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადვოკატის თქმით, თამარ კობერიძე დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.