აზერბაიჯანული სააგენტო “trend.az”-ცნობით, რომელიც კაბელის მფლობელი კომპანიის “Fotnet”-ის წარმომადგენლისაგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ ფოთის სადგურიდან ამოღებულ დაზიანებულ კაბელს ცეცხლისაგან მიღებული დაზიანებები ოთხ ადგილას ეტყობოდა. გამდნარი იყო პოლიეთინის გარსი და დაზიანებული დამცავი ფარი.
-“ვფიქრობ, რომ ეს არის ვულკანის ამოფრქვევის კვალი”. – განაცხადა “vtrend.az”-თან საუბრისას მფლობელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კოტე სამუშიამ. მისი თქმით, ფოთი-სოჭი-ნოვოროსიისკის ცენტრალურ მაგისტალზე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანება 23 დეკემბერს იქნა აღმოჩენილი და აღმოჩენიდან ერთ საათში იტალიის ქალაქ კატანიდან შესაკეთებლად სპეციალური გემი და ბრიგადა იქნა გამოძახებული, რომელიც დაზიანების ადგილას 3 დეკემბერს ჩამოვიდნენ. კაბელის დაზიანებაც 23 დეკემბერს 18 საათსა და 51 წუთზე მოხდა, იმ დღეს მომხდარი მიწისძვრიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანება დაახლოებით იმ ადგილებში მოხდა, სადაც დეკემბერში მიწისძვრის ეპიცენტრი იყო. მწყობრიდან გამოსული კაბელი 1300 მეტრი სიღრმიდან ამოიღეს.
ინტერნეტგვერდის www.oxablogg.blogspot.com – ის ინფორმაციით, ფოთი-სოჭი-ნოვორისისკის 160 კილომეტრიანი კაბელი ოთხ ადგილას დაზიანდა. ფოთიდან 61, 82-ე, 83-ე და სოჭიდან 63-ე და 87-ე კილომეტრზე.
დაზიანებების ზუსტი მიზეზები ბოლომდე მაშინ გახდება ცნობილი, როცა კაბელის ყველა დაზიანებულ ნაწილს ამოიღებენ და შეისწავლიან. ამ დროისათვის კი სატელეკომუნიკაციო კავშირი საქართველოსა და რუსეთს შორის სარეზერვო ხაზის დახმარებით ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
400 კილომეტრიანი წყალქვეშა საკაბელო სისტემას ”საქართველო-რუსეთი” ერთობლივ ექსპლოატაციას ”Ростелеком”-ის, “Dantelco-ს და “Fotnet”-ის საერთაშორისო კონსორციული უწევს. კონსორციუმმა 2012 წელს სისტემების მოდერნიზაცია მოახდინა რომლის შემდეგაც გადაცემის სიჩქარე 4 ჯერ, წამში 20 გბ-დან 80 გბ-მდე გაზარდა.