_ იტყობინება აზერბაიჯანული სააგენტო www.trend.az-ი. ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სააგენტოს ცნობით, დაკავება საგზაო პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოხდა. ხალვაში საქართველოში თაღლითობისთვის, უფლებების გადამეტებისთვის, გამოძალვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით იძებნებოდა.
ქიბარ ხალვაში სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში მთავრობასთან საკმაოდ დაახლოებული პირი იყო და ძლიერი ბიზნესიმპერია შექმნა. მას ეკუთვნოდა კომპანიები “ინტერნეშენალ ბილდინგ კომპანი”, “პრიზმა”, “არტი” და “ლივო გრუპი”. გარდა ამისა იყო წილის მფლობელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-შიც. 2007 წელს კი სააკაშვილის ხელისუფლებამ მას კომპანიები დაუყადაღა და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას შემდეგ იგი ევროპას აფარებდა თავს.
ხალვაშის და ფატი ხალვაში “ოცნების” წევრი და პარლამენტის დეპუტატია ქობულეთის რაიონიდან. დიდი ალბათობით, ქიბარ ხალვაშს საქართველოში სასამართლო ბრალდებებს მოუხსნის და პატიმრობას არ შეუფარდებს.