ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” თავმჯდომარე, ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ ეთიკის კოდექსში ადამიანის უფლებებზე ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული.
_ სამწუხაროდ, დღეს წარმოდგენილი ეთიკის კოდექსის ვერსია პირველად ვნახე, მაგრამ განსხვავებული რაც დავინახე, არის ის რომ, ადამიანის უფლებებზე ძალიან დიდი აქცენტია გაკეთებული. პირველივე თავიდან, სადაც კოდექსში საუბარი იწყება ქცევის წესებთან დაკავშირებით, აქცენტი უშუალოდ გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად და როგორ უნდა სცეს პოლიციამ პატივი ადამიანის უფლებებს.
_ ახალი ეთიკის კოდექსის მიხედვით, თუ პოლიციელი დაარღვევს კოდექსს, რა სანქცია ემუქრება?
_ მე-8 თავში არის საუბარი, თუ პოლიციელი დაარღვევს კოდექსს, მას სისხლის სამართლებრივი და სხვა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება; მაგრამ, ზოგადად, ეს ნორმები, რაც მოცემულია კოდექსში, გაბნეულია საერთაშორისო აქტებში, სისხლის სამართლის კოდექსში, საპროცესო კოდექსში. ეთიკური კოდექსი კი ზოგად, პოლიციელის ქცევის წესებს არეგულირებს.
თუკი დადგება უარყოფითი შედეგები, მაშინ პოლიციელს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება; ეთიკური კოდექსის მუხლები, გარკვეულწილად ეს არ არის ისეთი ნორმა, რომელიც პოლიციელისთვის შესასრულებლად სავალდებულოა, მაგრამ, ეს კოდექსი უფრო წინა პლანზე წევს იმ საკითხებს, რომლებზეც პოლიციას და ზოგადად, სამინისტროს მეტად ექნება აქცენტები გამახვილებული და დეკლარირებული.