საქმე ეხება ბათუმში აბონენტებისთვის გაზის ტარიფის განსხვავებულობას.
“მე არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ შემოსვლამდე გადავხედე ფოსტას და აღმოვაჩინე წერილი. ვიცნობ მე ამ მოქალაქეს. მოქალაქეა, დიასახლისია ეს ქალბატონი. რა არის ბოლოს და ბოლოს, ბატონო ავთანდილ, – მწერს ეს ქალბატონი. ბუნებრივი აირის ფასი რატომ არის ასეთი ძვირი? – მისი სიტყვების ციტირებას ვახდენ. ბათუმში – 60 თეთრი და სხვაგან – 50. მე ამას თქვენს სამსჯავროზე არ გამოვიტანდი, რომ არა ამის შესახებ სხვა საუბრებიც; გუშინ ტაძრიდან გამოვედი და ერთ-ერთმა მომმართა. რა იყო რა მოხდა-მეთქი. ჭო, ძალიან დიდი გადასახადი მომივიდა გაზზე. ჭო, ბევრი დაწვი ახლა, სიცივეა-მეთქი. არა, მაინც ბევრი მომივიდაო. ვეუბნები, მე არა მაქვს სახლში ბუნებრივი გაზი. ველაპარაკები თემაზე, რაც მე არ ვიცი. რა ხდება და ვინც 2 წლის წინ შეიყვანა გაზიო, იმას სხვა გადასახადი აქვსო და მე სხვაო. ალბათ სხვა კომპანიაა-მეთქი. არაო, იგივე “სოკარიაო”. აბა, რა ხდება? ხელშეკრულებას ხელი მოაწერე? – მე ვუთხარი. მე, ახლა ხო იცი, კანონით ვუდგები რა. ხელშეკრულების გარეშე როგორ გაწოდებენ-მეთქი. ალბათ, ხელშეკრულებაში უწერიათ, რომ აქვთ უფლება ტარიფის შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, მე დავპირდი და ვაპირებ დავინტერესდე ამ საკითხით. ბატონო მასმედია, მომეხმარეთ რა ამ საკითხში, გთხოვთ. მე არ ვიცი, არა განა მე კი ვიცი, მივმართავ აჭარის მთავრობას და მივმართავ ბათუმის ამჯერად საკრებულოს. როდესაც მერს მივმართე და 23 საკითხი ჩამოვუწერე, სასწრაფოები თავში ჩამოვუწერე და ნაკლებად სასწრაფოები – ბოლოში. საკრებულოს თავმჯდომარემ მიპასუხა, მიპასუხა და ქვემოდან წამოვიდა ზემოთ… კაი, არ გვინდა… ახლა ვფიქრობ, საკრებულოს მივმართო, იქნებ მომეხმარონ ჩემს ამომრჩეველს რა ვუპასუხო,” _ ამბობს ავთანდილ ბერიძე.