სააკაშვილის თქმით, დეპუტატის მეუღლე პროკურატურაში ჰყავდათ დაბარებული და მთელი დღის განმავლობაში ჰკითხავდნენ. “გურია ნიუსი” დღეს ამ თემით დაინტერესდა და მთავარ პროკურორს ვერულაშვილის მეუღლის მიმართ აღძრული საქმის შესახებ ჰკითხა. არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ვერულაშვილის მეუღლის ან სხვა ოჯახის წევრის მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ მიმდინარეობს და შესაბამისად, არც არავინ დაუკითხავთ. ჯერჯერობით უცნობია მოტივი, რის გამოც მარიკა ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved