CBSNEWS–ის ინფორმაციით, უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა 80,000 სამხედრო გადაიყვანა საზღვართან და ყირიმში, ვითარება დაძაბულია, პუტინი კი მოლაპარაკებაზე, სავარაუდოდ, უარს ამბობს.
მაუწყებლობის ცნობით, უკრაინის პრეზიდეტ ზელენსკის თხოვნა, რომ პუტინს გამწვავებული კონფლიქტის შესახებ გასაუბრებოდა, კრემლში არ გაითვალისწინეს.
”პრეზიდენტის აპარატმა ვლადიმერ პუტინთან საუბარი მოითხოვა. ჯერ მიმართვაზე პასუხი არ მიგვიღია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ არის უარი დიალოგზე”, – განუცხადა Reuters- ს უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა იულია მენდელმა.
მენდელის თქმით, მოლაპარაკებების მოთხოვნა 26 მარტს გაიგზავნა, მას შემდეგ რაც ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა დაბომბვის შედეგად.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არანაირი თხოვნა არ უნახავს”.
მენდელმა თქვა, რომ რუსეთმა 40,000-ზე მეტი ჯარისკაცი გაამაგრა უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე, ხოლო 40,000-ზე მეტი ყირიმში.
პუტინის მიერ უკრაინის საზღვრისკენ დიდი რაოდენობით სამხედრო ძალის გაგზავნა აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკოსების შეშფოთებას იწვევს.
ზელენსკიმ განაცხადა CNN– თან ინტერვიუში, როდესაც საზღვართან ჯარს სტუმრობდა, განაცხადა, რომ უკრაინას “სიტყვებზე მეტი სჭირდება” ვაშინგტონისა და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერისგან, რადგან რუსეთის წინაშე დგას.
მაუწყებლის ცნობით, კრემლს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხედროებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების თავისუფლება აქვთ და უკრაინის საზღვართან წვრთნები, საფრთხეს არ წარმოადგენს.
გასულ კვირას, პუტინმა დაადანაშაულა უკრაინა დონბასში “საშიშ პროვოკაციულ ქმედებებში”.
კიევსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც პუტინმა პირველად დაუჭირა მხარი სეპარატისტებს რეგიონში და ყირიმი აიღო 2014 წელს. კრემლი ირწმუნება, რომ მისი მხარდაჭერა სეპარატისტების მიმართ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით, მაგრამ დასავლეთი დიდი ხანია ადანაშაულებს პუტინს, რომ სამხედრო ძალას და ტექნიკას უგზავნის.