რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალში თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.
”ყოველთვის მქონდა ამბიცია, გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი და ეს სურვილი ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა, ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა, ამ მხრივ გამიმართლა,” _ განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
როცა რონალდუ ”მანჩესტერს შეუერთდა”, მან ”28” ნომერი მოითხოვა, მაგრამ ფერგიუსონმა მას ”7’’ ნომერი მისცა, რომელიც მანამდე დევიდ ბექჰემს, ჯორჯ ბესტს და ერიკ კანტონას ”ეკუთვნოდათ’’. თუმცა, მსოფლიომ მალე გაიგო, თუ რატომ მოიქცა ასე შოტლანდიელი.
პორტუგალიელი ამობობს, რომ მის კარიერაში განსაკუთრებული არაფერია. ”გამოცდილება გეხმარება, იყო უფრო პროდუქტიული კლუბისათვის და მე ამას ვცდილობ. პროფესიონალი მუდამ უნდა ფიქრობდეს გაუმჯობესებაზე და მეც ვცდილობ, გავიტანო, რაც შეიძლება მეტი გოლი, გავაკეთო, რაც შეიძლება მეტი საგოლე გადაცემა, პატივი ვცე და დავიცვა ჩემი კლუბის მაისური და ეს ისაა, რასაც უნდა ვაკეთებდე”.
პირველად მადრიდის “რეალი” და ”მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს 1957 წელს შეხვდნენ . მას შემდეგ უამრავმა ლეგენდამ მიღო მონაწილეობა ამ ორი გუნდის მატჩებში: ალფრედო დი სტეფანომ, პაკო გენტომ, დანკან ედვარდსმა, ბობი ჩარლტონმა, ჯორჯ ბესტმა, დევიდ ბექჰემმა, ზინედინ ზიდანმა, რობერტო კარლოსმა, რონალდომ…
”ადრე ვთქვი, რომ მჯეროდა, მერვედფინალში “მანჩესტერს” შევხვდებოდით. მე დიდი ხანია მინდოდა მათთან დაპირისპირება. შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს მანჩესტერთან, იქ ხომ 6 წელი გავატარე. მე იქ უამრავი მეგობარი მყავს და დიდი სიამოვნებით შევხვდები მათ, ეს ემოციებით დატვირთული თამაში იქნება’’- თქვა რონალდუმ.
”მანჩესტერს უდიდეს პატივს ვცემ. ესაა გუნდი, რომელიც ყოველთვის კარგად თამაშობს, ისინი ყოველ წელს საუკეთესონი არიან. ეს 2 მატჩი ძალიან მძიმე იქნება, განსაკუთრებით, მანჩესტერში თამაში. თუმცა, მჯერა, რომ საქმე კარგად წავგვივა, რადგან, ჩემი აზრით, მადრიდის “რეალს” უკეთესი გუნდი ჰყავს და ეს ჩვენ მინდორზე უნდა დავამტკიცოთ”.
შეგახსენებთ, რომ პირველი მერვედფინალური მატჩი ამ ორ კლუბს შორის 13 თებერვალს გაიმართება მადრიდში.