დავით მაისურაძე (საქართველოს რესპირაციული ასოციაციის რეგიონალური წარმომადგენელი): “ეს კონფერენციები ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას, ადგილზე იღებენ ექიმები გაიდლაინებისა და პროტოკოლებს, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამა თუ იმ დაავადებას. რეგიონებიდან ექიმებს უჭირთ ცენტრში ჩასვlა და ახალი ინფორმაციების, გაიდლაინების მიღება, ამიტომ დღეს მართლაც მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. თავიანთი გამოცდილება გაგვიზიარეს უკრაინელმა კოლეგებმაც, ექვსმა მოწვეულმა პროფესორმა კი ლექცია წაიკითხა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის პრაქტიკოსი ექიმების მოწოდებულ ინფორმაციას და ასევე იმასაც, რომ რეგიონების ექიმებს ჰქონდათ კითხვის დასმის და მასზე პასუხის მიღების საშუალება.”
კონფერენციაზე დამსწრე ექიმებს ახალი სახელმძღვანელოები და პროტოკოლები გადაეცათ.