_ საკრებულოს დეპუტატმა დავით წულაძემ წინა თვის ბიუჯეტის 9 თვის შედეგების წარდგენა მოითხოვა.
დავით წულაძე: “არჩევნების შემდეგ დაჟინებით ვითხოვ ბიუჯეტის ცხრა თვის შედეგებს, რომელიც, საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, გამგეობა და საკრებულო ვალდებულია გამოიტანოს საკრებულოს სხდომაზე. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამას ვითხოვ ორი ნოემბრის შემდეგ _ სად წავიდა საბიუჯეტო რესურსების ნახარჯი. იმდროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე მიცხადებდა, რომ ეს საკითხი უახლოეს საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა, მაგრამ დღესაც არ განუხილავთ. ჩემი აზრით, ბიუჯეტის შედეგები იმიტომ იმალება, რომ ელოდება ეს ხალხი რაღაცას. ჩამოვიდნენ და იკითხონ პარლამენტარებმა, რა ხდება ლანჩხუთში, ყველას გავცემ პასუხს, ოქმების მიხედვით მივუთითებ, ვის რა აქვს ჩაფიქრებული,” _თქვა დავით წულაძემ.
დავით წულაძის მოთხოვნის მიუხედავად, სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ ილია გვარჯალაძემ თქვა, რომ აღნიშნული საკითხი პირველ მაისამდე არ განიხილება, ვინაიდან ამას კანონი ითვალისწინებს, თუმცა, კითხვაზე, კონკრეტულად რომელი კანონი ითვალისწინებს ბიუჯეტის საკითხის განხილვის მაისამდე გადატანას, პასუხი არ გაგვცა.
დავით წულაძემ სხდომა გაბრაზებულმა დატოვა.