მინისტრმა, მოადგილესთან და თანმხლებ პრებთან ერთად ანაკლიაში ზღვის სანაპირო ზოლი დაათვალიერა, სადაც 2 კმ-ის სიგრძეზე ნაპირდაცითი სამუშაოების ჩატარება იგეგმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე წვიმების შედეგად სისტემატურად ირეცხება სანაპირო, რაც ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის ანაკლიას და მის მაცხოვრებლებს.
დავით ნარმანიამ და შოთა მურღულიამ ანაკლიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს, რომლის დასრულებაც აგვისტოში იგეგმება. ასევე, მოინახულეს ტერიტორია, სადაც დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები ანაკლიისა და განმუხურის ტერიტორიის მაცხოვრებელთა და კურორტის სტუმრებისათვის წყლის დებეტის გაზრდის მიზნით. ტენდერი აღნიშნული პროექტის გასახორციელებლად უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ზუგდიდი – ანაკლიის სავვტომობილო გზის ანაკლიამდე მისასვლელი მონაკვეთიც დაათვალიერეს. გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით ხორციელდება. თუმცა, კონტრაქტორი კომპანია სამუშაოებს მეტად ნელი ტემპით ახორციელებს, რის გამოც მინისტრმა აღნიშნულ კომპანიას 1 კვირიანი ვადა მისცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაჩქარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნულ პროექტზე ტენდერის ხელახალი ჩატარების საკითხი დადგეს.
ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანიამ და შოთა მურღულიამ ქალაქ ზუგდიდში ის ტერიტორიაც მოინახულეს, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 8 კორპუსიანი საცხოვრებელი უბნის მშენებლობაა დაგეგმილი. ტენდერი აღნიშნული პროექტის გასახორციელებლად უკვე გამოცხადებულია. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) გრანტითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით გახორციელდება. მინისტრმა მოუწოდა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ბიზნესმენებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში და განაცხადა, რომ ტენდერი ნულოვანი მიკერძოებისა და გამჭვირვალეობის სრული დაცვის პირობებში ჩატარდება.