სოლიდარობის ნიშნად, აქციას თბილისის სხვა რაიონების სასწრაფოს თანამშრომლებიც შეუერთდებიან.
გაფიცულები მოლაპარაკებაზე თანახმანი არიან, თუმცა, მოთხოვნების საბოლოო დაკმაყოფილებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ.
ცენტრიდან დათხოვნილი ექიმები უკვე მეხუთე დღეა, სამსახურში აღდგენისა და ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ და აცხადებენ, რომ ცენტრის დირექტორის კახა ჩიხრაძის მიერ დასახელებული მიზეზი _ კონტრაქტების ვადის ამოწურვა სიცრუეა. ექიმების თქმით, მათ კონტრაქტებს ვადა 2014 წლის თებერვალში ეწურებოდა.