“გურია ნიუსი” ინფორმაციის დასაზუსტებლად, საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს, გიორგი კაკაურიძეს დაუკავშირდა. კაკაურიძის ინფორმაციით, აფეთქება არ მომხდარა, მაგრამ ტყიბულის მაღაროში მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოს დროს ადამიანმა დამწვრობა მიიღო.
“ეს ოთხი დღის წინ მოხდა. ჩვენ ხალხი უკვე გავუშვით შესამოწმებლად. როგორც პირველადი ინფორმაციით ვიცით, იქ ხდებოდა ე.წ. ენდოგენური კერების ჩაქრობისთვის წყლის და ლამის შეშვება, რომ ცეცხლი არ განვითარებულიყო. ამ დროს მთავარი ინჟინრის მოადგილე შემოვლას აკეთებდა, რა დროსაც მან ცხელი ორთქლით მიიღო დამწვრობა. ის გადაყვანილია ჰოსპიტალში. ანუ აფეთქება არ ყოფილა. რამ გამოიწვია ჯერ-ჯერობით არ ვიცით, იქ ხალხი გაშვებული გვყავს, რომ ჩამოვლენ პასუხი მაშინ გვეცოდინება”. _ განაცხადა კაკაურიძემ.