https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ხალხის მანიფესტი

3:04; 1.04.2011
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა (საია) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ, ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად განხორციელდა პროექტი “ხალხის მანიფესტი” _ ნამდვილი დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ არჩევის უფლებას, არამედ არჩეულის იძულებას, იზრუნოს ხალხის ინტერესებზე”. პროექტი მიზნად ისახავდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონიტორინგისა და კონტროლის კუთხით, მოქალაქეთა და ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების გაზრდას, ადგილობრივი პრობლემების მოგვარების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრის პროცესში პოლიტიკური პარტიების/სუბიეტების პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობას. ცნობიერების ამაღლების მიზნით, ორგანიზაციებმა განახორციელეს რამდენიმე აქტივობა. ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენდა სტატიათა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები აქტიური მოქალაქეების მიერ დაიწერა 48 სტატია თემებზე _ “მე და ჩემი თვითმმართველობა”, “თვითმმართველობა ხალხის სამსახურში?!”, “მე რომ ვიყო საკრებულოს წევრი…”. კონკურსის შედეგად, გამოვლინდა შვიდი საუკეთესო სტატიის ავტორი. ავტორთა წახალისებისა და დაინტერესებისათვის კონკურსით გათვალისწინებული იყო ფულადი ჯილდო პირველი სამი საპრიზო ადგილისათვის.

წარმოგიდგენთ გამარჯვებული ავტორების სტატიებს გურიის რეგიონიდან.

მე რომ საკრებულოს წევრი ვიყო…

როცა საკრებულოს უფლებამოსილებებს, ფუნქციებსა და როლს გავეცანი, დავრწმუნდი, რომ ეს არის კარგად შექმნილი, გააზრებული, ლოგიკური თვალსაზრისით გაანალიზებული იურიდიული დოკუმენტი.

მაგრამ… საყოველთაოდ ცნობილია, რომ ყველა იურიდიულ დოკუმენტს მაშინ აქვს გამართლება, როცა ის მოქმედებაშია არა ცალმხრივად, არამედ მიზანმიმართულად და შედეგიანად.

საკრებულოს წევრობის მიზანი, ჩემი აზრით, უნდა იყოს საკუთარი პატრიოტიზმის გამოვლენა და არა იმ პორტფელის მოპოვება, რასაც ასე სათუთად უფრთხილდება ჩვენში ზოგიერთი შემთხვევითი დეპუტატი. ამიტომ, როცა გინდა, გახდე საკრებულოს წევრი, პირველ ყოვლისა, საკუთარ აზროვნებაში უნდა გაატარო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი. უნდა იცნობდე ხალხს, რიგით ადამიანებს, მათ სულიერ თუ ფიზიკურ ყოფას; ფლობდე ფაქტობრივ ინფორმაციას მათი ყოველდღიური ცხოვრებიდან და პრიმატი მიანიჭო იმ სოციალურ პრობლემებს, რომლებიც უმთავრესია ჩვენს ცხოვრებაში. როცა საკითხი ისმება ასე _ მე რომ ვიყო საკრებულოს წევრი… _ თავდაპირველად გავიაზრებდი ჩემს შესაძლებლობებს, თუ რით შემიძლია ვემსახურო საკუთარ მუნიციპალიტეტს? რას გავაკეთებდი მისი კეთილდღეობის ამაღლებისათვის?

საკრებულოს წევრი კარგად უნდა ერკვეოდეს მუნიციპალიტეტში შექმნილ ყველა პრობლემაში, მათ შორის, მთავარი მაინც სოციალური საკითხებია, რომელთა გადაუჭრელობამ მრავალგზის ჩაგვაგდო გამოუვალ სიტუაციაში.

რა აინტერესებს ხალხს?

პირველ საფეხურზე საკმარისია, თუნდაც ოჯახის ერთი შრომისუნარიანი წევრი მაინც იყოს დასაქმებული, რომ საარსებო მინიმუმის მესამედი მაინც მოიპოვოს საკუთარი შრომით, თორემ სახელმწიფოსგან მიღებული (და აქაც მოუწესრიგებელი სიტუაციაა) დახმარება ვერაფერი იმედია ისეთი ოჯახებისთვის, სადაც ოთხი-ხუთი, ან სულაც მეტი წევრი ცხოვრობს და თვიდან თვემდე მხოლოდ სახელმწიფო დახმარებას ელოდებიან.

სოციალური პრობლემების შემსუბუქებისთვის მთავარია ეკონომიკური ბალანსის მოგვარება.

დღეს შექმნილი ვითარება სწორედ ადგილობრივი ეკონომიკური ბერკეტების უგულებელყოფისა და უსუსურობის შედეგია. თუ არ განვითარდა ეროვნული წარმოება, ადგილიდან არ დაიძრა ადგილობრივი საწარმოო რესურსები, თუ არ გვექნება საკუთარი ბაზარი და იმპორტზე მეტი ექსპორტი, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და სოციალურ კონფლიქტამდე მიგვიყვანს.

ამიტომ, მე რომ საკრებულოს წევრი ვიყო, სათავეში ჩავუდგებოდი მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ აღორძინებას და ამ საქმეში ჩავრთავდი თითოეულ მოქალაქეს, ამომრჩეველს, საკუთარი და საზოგადოებრივი კეთილდღეობით დაინტერესებულ ადამიანებს.

დღეს, როცა ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სოციალურ ფენათა დისბალანსი, გვყავს მხოლოდ სიღატაკის ზღვარზე მყოფი უმრავლესობა და თითო-ოროლა მდიდარი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია ჩავარდნილი.

დამეთანხმებით, იქ, სადაც გამორიცხავენ საშუალო ფენის არსებობას, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია.

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა მოსახლეობისთვის უნდა იყოს გამჭვირვალე; ამდენად, მე როგორც საკრებულოს არჩეული წევრი, პერიოდულად მივაწვდიდი ინფორმაციას ჩემს ამომრჩეველს და გავაცნობდი მათ საკრებულოს მუშაობას დადებით და უარყოფით მხარეებს.

საკრებულოს დეპუტატის პორტფელი ნიშნავს არა კაბინეტურ მუშაობას, არამედ ხალხში გასვლას, მათი ტკივილების მოსმენას და ჩივილზე რეაგირებას ხალხის სასარგებლოდ. ამდენად, თავად ამომრჩეველიც იქნება ჩართული საკრებულოს მუშაობაში და, საჭირო შემთხვევაში, მისი მხარდამჭერი და ნდობით აღჭურვილიც.

მოკლედ წერილში ძნელია ისაუბრო ყველა იმ ასპექტზე, რაც სათაურად გამოტანილ ფრაზას პასუხს გასცემდა, ამიტომ მეც მრავალწერტილით დავასრულებ ჩემს სათქმელს. მე რომ საკრებულოს წევრი ვიყო…

ნანა წილოსანი, გაზეთ “ლანჩხუთის მოამბის” ჟურნალისტი

თვითმმართველობა _ ხალხის სამსახურში?!

სათაურში გამოტანილი კითხვით-ძახილის ნიშანი, ალბათ, ანალოგია დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მოთხრობისა “კაცია-ადამიანი?!”

ეს ნაწარმოები ხომ დიდი მწერლის სამოქმედო პროგრამა იყო, როგორც მისი “მგზავრის წერილები”.

ამდენად, საკითხის ასე დასმა და მსჯელობა ამ საკითხზე უნდა მოიცავდეს თვითმმართველობაში არჩეული პიროვნების სამოღვაწეო პროგრამას და ამ პროგრამის განხორციელების გზებსა და საშუალებებს. ისეთი მიზანი არ უნდა იქნეს დასახული, რომლის განხორციელებაც მოცემულ ეტაპზე აბსურდული და არარეალურია.

წინასაარჩევნოდ კანდიდატთა წარმოდგენილი პროგრამები სწორედ საფუძველს მოკლებულია და ამიტომაც არის, რომ მას განხორციელება არ უწერია. ასეთი გზით თვითმმართველობაში არჩეული პიროვნებები ვერასოდეს ჩადგებიან ხალხის სამსახურში.

იმისათვის, რომ თვითმმართველობა რეგიონის, რაიონის თუ თემის სამსახურში იდგეს, მან უნდა იცოდეს ამ ხალხის ტკივილი თუ სიხარული, საკუთარ სულსა და სხეულზე განიცდიდეს სხვის ჭირსა თუ ლხინს.

დემოკრატიული მართვის მექანიზმი თავის თავში მოიცავს დამოუკიდებლობას, აზრის გამოხატვის თავისუფლებას, გამჭვირვალობას, ტოლერანტობასა და თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, მართვაც და მართვის ობიექტიც ურთიერთშორის უნდა გულისხმობდეს ყოველივე ზემოთ თქმულს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმმართველობა და ხალხი გაღმა-გამოღმა დარჩებიან ჩატეხილ ხიდზე შემდგარნი და მათ შორის ურთიერთობა არ შედგება.

თანამედროვე სინამდვილეში, როცა ჩვენს საზოგადოებაში მრავალი შეჭირვებული და უპოვარი ცხოვრობს, როცა ამდენი უსახლკარო და ქუჩას შეხიზნული ოჯახებია (ლანჩხუთის სინამდვილეში ბებია და შვილიშვილები თვეების მანძილზე საზოგადოებრივ ტუალეტში ცხოვრობდნენ), როცა ვერ მივაღწიეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების რეაბილიტაციას და აურაცხელია სამუშაოს მაძიებელი საზღვარგარეთის ქვეყნებში, მაშინ ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და ფუნქცია დეგრადირებულია.

საერთოდ, როცა თვითმმართველობაზე ვსაუბრობთ, წინა პლანზე უფრო წამოწეულია მისი უფლებამოსილებები სახელმწიფო სისტემაში, ხოლო მთავარი, რაც მის ფუნქციასა და როლს ეხება, შედარებით უკანა რიგზეა გადატანილი.

რატომ?

იქნებ, სწორედ, აქ უნდა ვეძიოთ ყველა უარყოფითი მხარის მიზეზი. იქნებ, აქ იღებს სათავეს ხალხთან დაშორიშორება, რომ ჩვენ არ გვესმის მათი, იმათ კიდევ _ ჩვენი.

ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც ხალხის რჩეული, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს ხალხის სამსახურში და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლაქია და თბილი სავარძლების მოყვარე. ხშირად ხდება ისე, რომ თვითმმართველობაში მოსული პიროვნება უცხოა იმ თემისთვის, სადაც ის აირჩიეს. აქ ისმის კითხვა: თუ უცხო იყო, მაშ რატომ აირჩიესო? მაგრამ საქმე ასე არ არის და ეს ყველამ კარგად იცის. წინასაარჩევნო პერიოდი ქმნის ისეთ ატმოსფეროს, რომ არჩევნების შედეგები არასასურველი იყოს, რაც თავს მოგვიანებით იჩენს, თორემ არჩევნების დასრულების მომენტში, უფრო მეტიც, ერთი-ორი თვე ხალხი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია.

თვითმმართველობა დროთა განმავლობაში, თანდათანობით ემიჯნება ხალხს და იგი თავის უფლებამოსილებითაც და როლითაც, უბრალოდ, ხელისუფლებას წარმოადგენს და არა ამომრჩეველთა ქომაგს.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი თვითმმართველობა?

პირველ ყოვლისა, უშუალოდ ხალხმა, ამომრჩეველმა უნდა წამოაყენოს საკუთარი კანდიდატი და არა რომელიმე პარტიამ, მმართველი იქნება იგი თუ ოპოზიციური. სახალხო კანდიდატი ხალხის ნდობით იქნება აღჭურვილი და ასეთი პიროვნებების მოსვლა თვითმმართველობაში უპირობოდ შექმნის სახალხო თვითმმართველობას, დემოკრატიულსა და თავისუფალს.

თვითმმართველობა _ ხალხის სამსახურში?!

კარგი იქნება, გავითვალისწინოთ წინადადება და სტატიის სათაურიც სხვანაირად აჟღერდება, იგი ლოზუნგისა და პათეტიკის იერს მიიღებს. ასე მაგალითად: თვითმართველობა _ ხალხის სამსახურში?!

ნინო ჩახვაძე, გაზეთ “ლანჩხუთის მოამბის” ჟურნალისტი

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“დედამ ცოტახნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას”

19:22; 11 იანვარი, 2026
საზოგადოება

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული – განახლებული ინფორმაცია

18:24; 11 იანვარი, 2026
საზოგადოება

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს

16:23; 11 იანვარი, 2026
საზოგადოება

წავიდა… უდიდესი კაცი და არტისტი… _ ოზურგეთის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

14:14; 11 იანვარი, 2026
საზოგადოება

კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

13:19; 11 იანვარი, 2026

დასაქმება ჩვენებურად

ერთი _ უარყოფს, მეორე _ ადასტურებს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“დედამ ცოტახნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას”

19:22; 11.01.2026
ზაფრანი

უცხოპლანეტელების გამოჩენა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება – რას წინასწარმეტყველებდა ვანგა 2026 წლისთვის

19:09; 11.01.2026
პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11.01.2026
საზოგადოება

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული – განახლებული ინფორმაცია

18:24; 11.01.2026
საზოგადოება

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს

16:23; 11.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ

14:27; 11.01.2026
საზოგადოება

წავიდა… უდიდესი კაცი და არტისტი… _ ოზურგეთის თეატრის მსახიობი გარდაიცვალა

14:14; 11.01.2026
საზოგადოება

კათოლიკური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

13:19; 11.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც უახლოესი პერიოდის განმავლობაში ოცნებების ასრულება ელის

13:15; 11.01.2026
სამართალი

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

11:34; 11.01.2026
ზაფრანი

საახალწლო კრიმინალური ისტორიები

11:26; 11.01.2026
ზაფრანი

„საშინელი“ ახალი წელი

11:24; 11.01.2026
ზაფრანი

“მძიმე” ახალი წელი   

11:23; 11.01.2026
ზაფრანი

ოჯახური საახალწლო ფასეულობანი   

11:21; 11.01.2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო