უპირველეს ყოვლისა, როდესაც შეფასებებზე ვსაუბრობთ, მე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამნისტიის აქტის მიღება. მთავარია, რომ უდანაშაულო ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან და დაუბრუნდნენ ოჯახებს.” _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედში” ვახო სანაიასთვის მიცემულ ინტერვიუში
რაც შეეხება კრიტიკულ შეაფასებებს, ნინო ბურჯანაძემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა:
“იცით რა, მგონი გვაქვს დრო, რომ ვისაუბროთ ყველაფერზე. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში დადგა დრო, როდესაც ქვეყანაში კეთილგანწყობილი კრიტიკა არ აღიქმება როგორც მტრობა.
ბუნებრივია, ვიდრე ხელისუფლებაში არის “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენ ვრჩებით მათ ოპოზიციად. “ნაცმოძრაობას” მაინც რჩება გარკვეული ბერკეტები, თუნდაც რეგიონებში. თუ რამდენიმე თვის წინ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები იყვნენ მოკრძალებულები” ახლა უკვე მათ თავხედური ტონით დაიწყეს საუბარი.
მთავარი მოლოდინია სამართლიანობის აღდგენა. ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიდის, იმდენად ნელი, რომ ეს შეუმჩნეველიც კია.
სიტყვა კოაბიტაცია უკვე დასაცინ და გამაღიზიანებელ სიტყვად იქცა. კოაბიტაცია შეიძლება იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც წააგო არჩევნები, მაგრამ დანაშაული არ ჩაუდენია” _ განაცხადა ბურჯანაძემ.