ამ ფაქტზე “გურია ნიუსთან“ ერთ-ერთი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი საუბრობს.
_ ყველა შეწუხებულია ამ ფაქტით, არავინ იცის, რა მოხდება, დადგება თუ არა რომელიმე სოფლის ადგილობრივი ხელისუფლებისა თუ ინდ.მეწარმეების პასუხისმგებლობის საკითხი. საქმეს გენერალური ინსპექცია და ექსპერტიზა იკვლევს. თითქმის ყველა სოფელში არიან შესულები უკვე, _ გვითხრა მაჟორიტარმა.
ოზურგეთის რაიონული პროკურორის კახა კოჩივარის თქმით, დაახლოებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ასეთი 250 პროექტია, რომელზეც მოკვლევა ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ მოქალაქის მიერ შემოსული განცხადების საფუძველზე დაიწყო.
_ საქმეზე, რომელიც შეეხება სოფლის პროექტებით განხორციელებულ სხვადასხვა სამუშაოებს, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში, დანიშნულია ექსპერტიზა. ექსპერტიზის შესაბამისად, ექსპერტი ადგილზე ადგენს სამუშაოების შემოწმებას და დადებს სათანადო დასკვნას.
_ ბატონო კახა, გამოვლინდა თუ არა რაიმე კონკრეტული დარღვევის ფაქტი?
_ ჯერჯერობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. როდესაც ექსპერტი დაასრულებს სრულად სამუშაოებს, მაშინ შეგვეძლება ფაქტებზე საუბარი. მოგეხსენებათ, ეს არის მოცულობითი სამუშაო, არის ძალიან ბევრი ობიექტი და როცა დაასრულებს ექსპერტი მუშაობას, მაშინ დადებს შესაბამის დასკვნას, – განგვიცხადა პროკურორმა კახა კოჩივარმა.
სტატიები მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას