5-კილომეტრიან გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს, ფეხით მოსიარულესა თუ ძუნძულით მორბენალს. აქციას მნიშვნელოვანი მიზანი აქვს – გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ!
ღონისძიების მხარდამჭერები არიან “ჰაიდელბერგცემენტის თბილისიმარათონი”, “გაუ-თბილისის პიარსკოლა”, “ვისოლ ჯგუფი”, ნატურალური მინერალური წყალი “სნო”, “ავერსი”, ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტი, მედია ჰოლდინგი “კვირის პალიტრა”, “PR კლუბი”, “ISET”, გაზეთი “The Financial” და საზოგადოების ცნობადი სახეები.
ორშაბათს, 15 აპრილს, ბოსტონის მარათონის მსვლელობისას, რომელშიც 90 ქვეყნიდან 23 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და 500 ათასამდე გულშემატკივარი თვალს ადევნდებდა, სამი აფეთქება მოხდა, რამაც ზეიმი კატასტროფად აქცია. დაიღუპა 3, დაიჭრა 170-ზე მეტი ადამიანი, აქედან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 25-ის სერიოზულია. დაღუპყლთა შორისაა 8 წლის ბავშვიც.
(R)