ყოფილი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცალმხრივ ინფორმაციას ეფუძნებოდა.
“ისინი იყვნენ დახვეწილნი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, შესაბამისად გასაგებია, რატომ ხდებოდა ეს. სახალხო პარტიის ბევრ წარმომადგენელს შევხვდი და მომავალში ის გაუგებრობები, რაც ეფუძნებოდა მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას, აღარ იქნება და ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა ევროპულ პარტიასთან, მათ შორის სახალხო პარტიასთან,“ _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა ევროპარლამენტარების მიერ დასმულ ათობით შეკითხვას უპასუხა, მათ შორის რამოდენიმე სასამართლო რეფორმას და ყოფილი მაღალჩინოსნების ბოლოდროინდელ დაკავებებს შეეხებოდა.
“არც ერთ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული შერჩევითი სამართალი. მოქალაქეებში ძალიან დიდი აგრესიაა დაგროვილი და ის აუცილებელი სამართალი რომელიც უნდა აღდგეს, რაც არ უნდა იყოს მასობრივი, აუცილებლად უნდა განხორციელდეს და სამართალდამცავი სტრუქტურები ამას ახორციელებენ. ჩემი მოთხოვნით ჩამოსულია და პროცესებს აკვირდება თომას ჰამერბერგი. გარწმუნებთ, ეს პროცესები იქნება გამჭვირვალე და არც ერთ შემთხვევაში არ დაემსგავსება პოლიტიკურ დევნას.“
ბიძინა ივანიშვილმა საქართველო-რუსეთის მომავალ ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორი დიპლომატიური სტრატეგიით შედეგი ნელა, მაგრამ მაინც მიიღწევა.
“ჩემი დიდი ოცნებაა და ჩემი გუნდის, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან დავალაგოთ ურთიერთობები, არა გვაქვს ილუზია, რომ ეს სწრაფად მოხდება. ჩიხში შესვლა იყო იოლი, მაგრამ გამოსვლა არ იქნება მარტივი. ამას კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, სწორი, დიპლომატიური, მხოლოდ მშვიდობიანი გამონათქვამებით და ქცევით დავალაგებთ ურთიერთობებს“.