კითხვაზე, _ რატომ არ გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:
“მე მგონია, რომ თქვენ გაქვთ არასწორი ინფორმაცია.როგორც ჩანს, ყოფილი ხელისუფლება კიდევ ცდილობს და ახერხებს სიცრუე გაავრცელოს ევროპაში. ჩვენ მაქსიმალურად, თითქმის 99%-ით, შეიძლება სადღაც მძიმე და წერტილია გადაადგილებული, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა.შესაბამისად, თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია.”
ბიძინა ივანიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თანახმაა მართლმსაჯულების რეფორმის გატარებაზე და “ამ რეფორმაზე არის მისი ხელმოწერაც”.
“უკვე არსებობს ჰამარბერგის შეფასებაც, რომელიც აღიარებს, რომ რეფორმა წინ გადადგმული ნაბიჯია. ერთადერთი კაცი ვინც ამ რეფორმას არ ეთანხმება სააკაშვილია და ცდილობს მას ვეტო დაადოს.სხვა განსხვავებული აზრი არ არსებობს.”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაიმოსვლისას.