ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკკებები უკვე დაწყებულია და ეს პროცესი მალე დასრულდება. თუმცა, ამ ინფორმაციას უარყოფს “ქართუ ბანკის” ხელმძღვანელი, ნოდარ ჯავახიშვილი:
_ მე ისე ვარ გაზრდილი, რომ არასოდეს უნდა თქვა “არასოდეს”. თუმცა, გარწმუნებთ, ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია სწორი არ არის. ბანკი რომ იყიდებოდეს, აუცილებლად მეცოდინებოდა. საერთოდ, ჟურნალისტებმა ხშირად იცით ისეთი საკითხები, რომელსაც პიროვნება, რომელსაც ეს ეხება, თქვენს შემდეგ იგებს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის და “ქართუ ბანკი” არ იყიდება, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ჯავახიშვილმა.