საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები უკვე მიდიან და საკუთარი არჩევანს აკეთებენ.
ბაღდათში სულ 28 საარჩევნო უბანი და 23351 ამომრჩეველია.
ბაღდათის 52-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდად და ექსცესების გარეშე ჩატარდეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ბაღდათს დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ესტუმროს.