სხდომის დაწყებამდე უმცირესობის წარმომადგენლებმა რეგისტრაცია არ გაიარეს, კანონპროექტის ჩავარდნის მიზნით. გაბაშვილი თავიდანვე აცხადებდა რომ ყველაფერს გააკეთებდა არსებული კანონპროექტის დასაბლოკად და ამის გზად მან პროცედურული სვლები დაასახელა. როგორც აღმოჩნდა, საპარლამენტო უმცირესობა დღევნადელი სესიისთვის კარგად მოემზადა და ყველა არსებული რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ აუხსნას საზოგადოებას ხელისუფლების შეცდომა მისაღებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” განსახილველად წარდგენილ კანონპროექტში ცხარე კამათი პროექტში არსებულმა ამ ნაწილმა გამოიწვია, რომლის თანახმად
კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს.