(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, მალე საქართველოს სოფლებიც ქუჩებად დაიყოფა და ეს ძირითადად სოფლების მკვიდრთა თანხმობით მოხდება. ქუჩების სახელებიც მოსახლეობის სურვილის მიხედვით შეირჩევა.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, საკრებულოს სხდომაზე ოფიციალურად ჯერ მსგავსი არაფერი გაჟღერებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენი წყარო ირწმუნება, რომ სოფლების ქუჩებად დაყოფა ოფიციალურად მალე მოხდება, რაც, ინიციატორთა აზრით, საგრძნობლად გააუმჯობესებს და გაამარტივებს მუშაობას და სხვადასხვა (თუნდაც, საარჩევნო) პროცედურას ობიექტურობის მეტ ხარისხს შესძენს.