(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასულ კვირას, მესტიაში ჩატარდა ქართული ფოლკლორის ფესტივალი, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლები იყვნენ მიწვეულები.
ოზურგეთის კულტურის ცენტრიდან ფესტივალში მონაწილეობდა ანსამბლი “მუხამბაზი”, რომლის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა მსმენელის და სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მასპინძლებმა სიმპათია გამოხატეს “მუხამბაზის” მიმართ და აღნიშნეს, რომ ანსამბლი, როგორც საპატიო სტუმარი, ყველა წელს მიწვეული იქნება ფესტივალზე.