(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩოხატაურის სამუსიკო სკოლამ 51-ე გამოშვება იზეიმა. სკოლას წელს 24 კურსდამთავრებული ჰყავდა. ღონისძიებაზე შესრულდა როგორც საფორტეპიანო ნაწარმოებები, ასევე ხალხური და საესტრადო სიმღერები. ცეკვები, წარმოდგენილი იყო იუმორისტული ნომრები. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნეს, რომ მშობლიურ სკოლასთან არასოდეს გაწყვეტენ კავშირს და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან მას. პედაგოგებიც კმაყოფილები არიან ბავშვების მუშაობით: _ ძალიან კარგი ბავშვები არიან, ნიჭიერები და მონდომებულები. ყველამ წარმატებით ჩააბარა გამოცდები. ისინი სისტემატურად იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. მინდა, თითოეულ მათგანს ვუსურვო ყოველივე საუკეთესო. გვჯერა, რომ აქ მიღებული ცოდნა მათ აუცილებლად გამოადგებათ, _ გვითხრა სკოლის დირექტორმა ქეთევან გიორგაძემ.