(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ პარასკევს, ლანჩხუთის “გურიამ” მორიგი შეხვედრა ვანში, ადგილობრივ “სულორთან” გამართა. ლანჩხუთელებმა იმერელი მასპინძელი იოლად, 6:0 დაამარცხა. ჩვენებურები პირველ ტაიმს 2:0 იგებდნენ. 4 გოლი გაგა დეისაძის ანგარიშზეა, ხოლო დუბლი კობახიძემ მიითვალა. “გურიას” 4 ტურის შემდეგ 2 მოგება, ამდენივე ფრე აქვს და 8 ქულით კლუბი სამეულში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 4 თამაშიდან ლანჩხუთელებმა სამი სტუმრად ჩაატარეს. მორიგ ტურში, 19 სექტემბერს ჩვენებურები ლიგაში ახალგადმოსულ “ზოოვეტს” ლანჩხუთში უმასპინძლებენ. მანამდე კი, 13 სექტემბერს “გურიას” განმეორებითი სათასო შეხვედრა აქვს ჭიათურაში ჩასატარებელი. პირველი მატჩიც იმერეთში შედგა და ჩვენებურები “მაღაროელს” 0:0 ეთამაშნენ.