(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ როგორც ცნობილი გახდა, ოზურგეთელი ჯუმბერ ყაზაიშვილის სახლის ქურდობის ფაქტი გახსნილია _ პოლიციამ ძარცვის ფაქტზე ბრალდებული, ვინმე თოხაძე დააკავა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა აცნობა.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრში, რამდენიმე დღის წინ, ღამის საათებში ძარცვა მოხდა. დაზარალებული ოჯახის დიასახლისის თქმით, მძარცველებმა სახლიდან დიდი ოდენობის ოქროს ნივთების წაღება ისე მოახერხეს, რომ ოჯახის ოთხმა წევრმა ვერაფერი გაიგო. მომხდარის შესახებ ოჯახის წევრებს, სახლში გვიან მისულმა ოჯახის უფროსმა მამაკაცმა შეატყობინა: _ გამოღვიძების შემდეგ, მხოლოდ ძლიერი ტკივილი ვიგრძენით თავის არეში და ვნახეთ, რომ ისე მოუხერხებიათ ჩვენი ძვირფასეული ნივთების წაღება, არაფერი გაგვიგია, _ გვითხრეს გაძარცულებმა.
მომხდარის შესახებ დაზარალებულებმა იმ ღამესვე აცნობეს სამართალდამცავებს.