(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 2011 წლის 17-18 სექტემბერს სამეგრელოში, ქალაქ ხობში ჩატარდა მეგრული სიმღერის ფესტივალი “სიმღერა სამეგრელოზე”, სადაც მიწვეული იყვნენ ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის _ გურიიდანაც.
ფესტივალზე ოზურგეთიდან მიწვეული იყო კულტურის ცენტრის სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი “შვიდკაცა”, ტრისტან სიხარულიძის ხელმძღვანელობით.
ანსამბლმა ორი გურული და ერთი მეგრული სიმღერა შეასრულა.